გერმანიამ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით მობილიზაცია გაუკეთა ათასობით ჯარისკაცს  წყალდამცავი კონსტრუქციების გასაძლიერებლად.

წყლის დონე ჯერ კიდევ იმატებს მდინარე დუნაისა და ელბზე. „ბიბისის“ ინფორმაციით ქალაქ დრეზდენში ემზადებიან წყლის დონის 5 მეტრით მატებისთვის.

გერმანიის კანცლერი  ანგელა მერკელი ჩავიდა უბედურების ზონაში და შეპირდა დაზარალებულ რეგიონებს 100 მილიონი ევროთი დახმარებას.

გერმანიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პასაუში წყლის დონემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რაც მე-16 საუკუნის შემდეგ არასოდეს დაფიქსირებულა.

ქალაქის უმეტეს რაიონებში გადაადგილება მხოლოდ წყლის საშუალებით არის შესაძლებელი, მოსახლეობის ევაკუაცია ნავების საშუალებით ხდება. ჩაძირვის საფრთხის გამო  ციხეებიდან ასევე მოხდა მსჯავრდებულთა გამოყვანა.

რამოდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში ნალექის ორ თვიანი ნორმა მოვიდა.

მეზობელ ჩეხეთში ქალაქ მელნიკის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

პრაღაში  რაიონების დიდი ნაწილი წყლის ქვეშაა მოქცეული. მეტრო დაკეტილია.

წყალდიდობის შედეგად რომელიც ასევე შეეხო ავსტრიასა და შვეიცარიას, მინიმუმ ათი ადამიანი იქნა დაიღუპა.

05.06.13

აჩიკო კერესელიძე

Please follow and like us: