პრემიერმნისტრი ბიზნესმენებს, ინვესტორებსა და გამგებლებს ქუთაისში, სასტუმრო “ბაგრატში” შეხვდა.
სიტყვით გამოსვლისას მან აქცენტი იმერეთის პოტენციალზე გაკეთდა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილებს შეახსენა, რომ კურორტ წყალტუბოთი ცნობილი ფრანგული კომპანია დაინტერესდა და ინიციატივის გამოჩენისკენ ქართველ მეწარმეებსაც მოუწოდა.
ასევე ითქვა, რომ ქუთაისში გაკეთდება თავისუფალი ზონა, რომელიც ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.
საუბარი შეეხო გზების და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.
„24-საათიანი წყალმომარაგება ექნება მთელ ქუთაისს. ეს არის 87 მილიონიანი პროექტი. ჩვენ ასევე ვიწყებთ კანალიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელებას ქუთაისში. ეს არის 110 მილიონ ევროს ღირებულების პროექტი. ეს პროექტი მოიცავს როგორც კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას, ისე გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.