თურქეთში არეულობების შედეგად 3 ათასი ადამინი არის დაშავებული. ინფორმაცია ახალი შეტაკებების თაობაზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება თურქეთის სხვა დასხვა დიდი ქალაქებიდან.
ანკარაში, მომიტინგეები შეეცადნენ პრემიერ მინისტრის, ტაიპ ერდოგონას ოფისის შტურმით აღებას. ხოლო სტამბულში, ათასობით მომიტინგეს დაშლას ცდილობდნენ ტაკსიმის მოედნიდან.
ყოველდღიურად, დემონსტრანტების რაოდენობა ქუჩაბში სულ უფრო და უფრო იმატებს.
მომიტინგეები ცდილობენ სამთავრობო შენობების შტურმით აღებას, პოლიცია მათ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით იგერიებს. სტამბულში, ტაკსიმის მოედანზე, სადაც ყველაფერი დაიწყო, მომიტინგეებმა კარვების დადგმა დაიწყეს.
05.06.13
ბელა არუთინოვი