29-30 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტი, ანკი ბროეკერს-კნოლი ეწვევა, – ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ნიდერლანდების სენატის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.