ბრაზილიაში, კერძოდ პარანას შტატში არეულობის შედეგად 150 ადამიანი დაშავდა. BBC-ის ცნობით, საპროტესტო აქცია, რომელსაც მასწავლებლები და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლები მართავდნენ, არეულობაში გადაიზარდა.
დაშავებულთა შორის 20 სამართალდამცველია. პედაგოგები სოციალური უსაფრთხოების სისტემის რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა შტატის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათი შეჩერება ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით შეძლო.
სამართალდამცველების ცნობით, დემონსტრანტებს შორის ზოგიერთს ნიღბები ეკეთა, რომლებიც პოლიციას ქვებს ესროდნენ და კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.