გუშინ „მოქალაქის“ და „საზოგადოება 2030“–ის ორგანიზებით გაიმართა ეკონომიკური კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა – მიღწევები და გამოწვევები“. კონფერენცია ორგანიზაციების – „მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030-ის“, დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების და უნივერსიტეტების 70-მდე წარმომადგენელმა.
ღონისძიებაზე გაკეთდა მოხსენებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებზე, რომლებიც „საზოგადოება 2030“–ის წევრებმა და დამოუკიდებემალმა ექსპერტებმა წარადგინეს.
კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი მნიშველოვანი საკითხები, როგორიცაა ეროვნული ვალუტის კურსი, ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები და პრიორიტეტები, საწარმოო ჰაბის პროექტი, სავალუტო ბაზარი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ.
„თბილისი თაიმსი“ კონფერენციაზე დამსწრე ეკონომისტებს: მიხელ დუნდუას, ირაკლი ზარქუას, ვახო ბურკიაშვილს, ნოდარ ჭიჭინაძეს და აკადემოკოს ავთანდილ სილაგაძეს ესაუბრა. მათ ჩატარებული ფორუმის მნიშვნელობაზე შეფასებები გააკათეს.
„ეს იყო შეხვედრა, სადაც ეკონომიკის დარგის ექსპერტებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვნი საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს იყო ამ სახის პირველი შეხვედრა ასეთ საკითხებზე, პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. გამოითქვა ბევრი განსხვავებული და სიანტერესო მოსაზრება. ახლა ჩვენ ვაპირებთ შეხვედრების ორგანიზებას სადაც, კონკრეტული საკითხების ირგვლივ იქნება უფრო დეტალური განხილვა.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების ჩატარება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის. უფრო უკეთესი იქნება, რაც უფრო მეტი ფორუმი გაიმართება, უფრო მეტი ექსპერტი შეიკრიბება და უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. აქ საუბარია თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, სტრატეგია, მიდგომები როგორი უნდა იყოს და ა.შ. ამ საკითხებზე მსჯელობა კი აუცილებელია, საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს აზრი
„არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ და საზოგადოება 20/30–ის ორგანიზებით, საქართველოს აქტიური ეკონომისტების, ფინანსისტების და სხვა დაინტერესებული ადამიანების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია. ამ კონფერენციის მიზანი იყო, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ჩასაფრებებისგან დამოუკიდებლად, ობიექტურად განხილულიყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები. 20/30 გუნდის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია, სადაც ნათლად გამოჩნდა ის წარმატებები, რასაც ბოლოდროის განმავლობაში ქართულმა ეკონომიკამ მიაღწია, ასევე კარგად ჩანდა ის გამოწვევები და პრობლემები რაც რეალურდ არსებობს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
ვიმსჯელეთ სხვადსხვა თემაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის სტიმულირება. შევთანხმდით, რომ ამისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება. ასევე კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს ტურისტების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის როლზე, გამოითქვა მოსაზრებები, რომ სასურველია ეროვნული ბანკი მთავრობასთან შეთანხმებულად მოქმედებდეს. სასურველია, რომ ეროვნულმა ბანკმა უფრო აქტიურად გამოიყენოს საკუთარი ბერკეტები.
კონფერენციაზე მოწვეული იყო ექსპერტი რომან გოცირიძეც, თუმცა მან ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო დასაწყისშივე დატოვა დარბაზი. კარგი იქნებოდა, რომ მას საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა, არგუმენტირებულად დაესაბუთებინა, თუმცა მან წასვლა ამჯობინა. ამ პროცესში კი ყველა უნდა ჩაერთოს. მისასალმებელია, რომ ფორუმი შედგა და როგორც შევთანხმდით ეს პერმანენტულ სახეს მიიღებს. ქართული ეკონომიკის პრობლემების გადაჭრას ნამდვილად სჭირდება ასეთი დისკუსიები და განხილვები პროფესიულ დონეზე.“
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პროფესიონალი ექსპერტები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას განიხილავენ. საჭიროა, რომ გამოითქვას განსხვავებული აზრი ამ საკითხების გარშემო და ყველაფერი არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ მთავრობის ან თითოეული კონკრეტული ექსპერტის პოზიციაზე. ეკონომიკის არსებულ გამოწვევბსა და პოტენციალზე დისკუსიის შედეგად უნდა მივიღოთ შეჯამებული მოსაზრებები.
ჩვენ განვიხილეთ დღემდე არსებული სიტუაცია ეკონომიკაში,ზოგადად მიმოვიხლიეთ ბოლო 15 წლის განმავლობაში ეკომიკური მიღწევები. ვისაუბრეთ ლარის კურსთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ეროვნული ბანკის როლზე და ა.შ. მოკლედ წამოვჭერით ის პრობლემები რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და ვისაუბრეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.“
„ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო, მითუმეტეს ის იყო ერთ–ერთი წამყვანი ორგანიზაცია „საზოგადოება 20/30“- ის მიერ ორგანიზებული. ეს ფორუმი გაიმართა ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან, მწვავე და აქტუალურ პერიოდში, ვგულისხმობ ლარის კურსის დევალვაციას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები და ყველას ჰქონდა საშუალება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა. გაკეთდა მოხსენებები საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპების შესახებ, მოყვანილი იყო შედარებითი მაჩვენებლები, სპეციალური მსჯელობის საგანი იყო სავალუტო კრიზისთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე გარკვეულწილად მოხდა პოსტსაბჭოური საქართველოს გავლილი გზის ილუსტრირება. დასახელდა ის პრიორიტეტები, რაც თანამედროვე ქართულ ეკონომიკას აქვს. წარმოდგენილი იყო სტრატეგია თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა.“
„მსგავსი კონფერენციების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. განხილული იყო ის პრობლემები რაც ჩვენს დღევანდელ ეკონომიკას გააჩნია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ფორუმს ესწრებოდა ძალიან ბევრი ექსპერტი და მათ მიერ გამოთქმული იყო სხვადასხვა მოსაზრება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლარის კურსთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ვფიქრობ თავიდან ბოლომდე, სიღრმისეულად იქნა ეს პრობლემა გაანალიზებული. მსგავსი კუთხით ამ საკითხის განხილვა მნიშვნელოვანია მედია საშუალებებისთვისაც, რომლებმაც საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ ამა თუ იმ საკითხის კომპლექსური შეფასებები. შეიძლება ფრაგმენტულად ლარის კურსის გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასება აქამდეც გვესმოდა, მაგრამ ვფიქრობ ასე თავმოყრილად ეს პრობლემა პირველად იყო განხილული. სწორედ ეს არის ამ კონფერენციის მთავარი მნიშვნელობა.“
ესაუბრა
ანო მუქათარიძე