ლატვია მომავალ წელს ევროზონის ბლოკის მეთვრამეტე წევრი გახდება. ეს ღირშესანიშნავი მოვლენა  რეგიონში ეკონომიკურ კრიზისს და უმუშევრობის რეკორდულ მაჩვენებლებს ემთხვევა.


ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს -ევროკომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ბალტიისპირეთის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ევროზონის მოთხოვნებს შეესაბამება.

ევროკომისიის ეკონომიკის ხელმძღვანელის ოლი რენის განცხადებით, ლატვიის ევროზონაში შესვლა კიდევ ერთხელ განამტკიცებს აზრს, რომ ევროზონას დაშლა არ ემუქრება.

06.06.13

Please follow and like us: