unnamed (4)შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის გაფორმებას შსს-ს აკადემიისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც “თბილისი თაიმსს” შსს-დან აცნობეს, შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის განათლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ითვალისწინებს მხარეთა მიერ სასწავლო პროექტების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე ურთიერთდახმარებას სასწავლო პროექტების ფარგლებში. შსს-ს აკადემია, არსებული კანონმდებლობისა და აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, გაითვალისწინებს სააგენტოს ინტერესებსა და ინიციატივებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში.

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს: სტუდენტთა და მსმენელთა პროფესიულ ზრდას და სააგენტოს საქმიანობაში მაღალი აკადემიური სტანდარტების უზრუნველყოფას; ერთობლივი სამეცნიერო და კვლევით პროექტების და პროგრამების, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების განხორციელებას საზოგადოების რელიგიური განწყობის შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

Please follow and like us: