თურქეთში ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა პრემიერ მინისტრის მოადგილეს მოთხოვნების სია გადასცეს, რომელშიც აქციების დარბევაზე პასუხისმგებელი პოლიციელების დასჯაც შედის.


ოთხშაბათს პრემიერის მოადგილე ბულენტ არინცი დემონსტრანტებს შეხვდა, რომლებიც აქციის დროს დაპატიმრებული მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათ ასევე სურთ მთავრობამ სტამბოლში პარკის დანგრევაზე უარი თქვას.

გასულ პარასკევს სტამბოლში პარკის მშენებლობის საპროტესტო აქციამ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები გამოიწვია. აქციის მონაწილეები პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადადგომას ითხოვდნენ.

06.06.13

Please follow and like us: