ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა.
ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს ქეი იანაგისავას, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები და JICA-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები.
ფინანსთა მინისტრმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე. იმსჯელეს ეკონომიკის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, საინვესტიციო პოტენციალის გამოყენებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივებზე.
დღესვე, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.