სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელი აღმოჩნდა საქრთველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის. რადიკალი ისლამისტების მიერ, რომელთა მიზანიც ხალიფატის აღდგენაა ძველი ხალიფატის ტერიტორიაზე (იგულისხმება ახლო აღმოსავლეთი, კავკასია) ქრისტიანებისა და ასევე შიიტი მუსულმანების ხოცვამ გენოციდის სახე მიიღო. მათ შორის ხოცავენ ასურელ მოსახლეობასაც.

xalifat

სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე და არამარტო ამ შემთხვევის მაგალითზე მოსახლეობის ნაწილში აგრესიული დამოკიდებულებაა მუსულმანური რელიგიის მიმართ. მოკლედ, რომ შევეხოთ ისლამურ სარწმუნოებას, როგორც ისლამის განმარტებაში ვკითხულობთ: იგი მონოთესისტური აბრამისეული რელიგიაა.  მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის  პირდაპირ სიტყვაზე და სუნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის, მუჰამედის ქცევით მაგალითზე. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს სუნიტურსა  და შიიტურს. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები მათ შორის ვაჰაბისტები (ისლამის რადიკალისტი მიმდევრები).

სუნიზმი ისლამის  ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ითვლება ორთოდოქსულად ანუ ისლამის მოძღვრების, შეხედულების განუხრელად მიმდევარი ხოლო შიიტობა, შიიზმი პოლიტიკური მიმართულება ისლამში.  ისლამი არ წარმოადგენს თავისი გაგებით აგრესიულ სარწმუნოებას და არ არის მიმართული სხვა სარწმუნობეის გასაქრობათ. ის ისეთივე შემწყნარებელი რელიგიაა, როგორც ყველა სხვვა სარწმუნოება თვისი არსით. ხოლო სიტყვა ჯიჰადი, რომელსაც რადიკალი ისლამსტები (ისლამის სარწუნოებას ამოფარებული პოლიტიზირებული პირები) დამახინჯებულად იყენებენ, როგორც გამართლებულ ომს სხვა სარწმუნოების ხალხის დასახოცად, შემდეგნაერად იშიფრება – სიტყვასიტყვით „ალაჰის გზაზე მუყაითს, მუყაითად მიმავალს“ ნიშნავს და სავსებით გამორიცხავს სხვა რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლას. თავად მუსლიმი თეოლოგების მტკიცებით, მისი ძირითადი არსი პიროვნული თავისუფლების დაცვა-გაფრთხილებაა და გაუმართლებელია რელიგიური დევნა ან კონფესიური შუღლის გაჩაღება ამ სიტყვის საფარქვეშ. მათი აზრით, თავად ისლამის (არაბ. თანხმობა, მშვიდობა, მორჩილება) მიმდევარი ვალდებულია სათნოებით მოეპყრას სხვა რელიგიას და სწორედ ასეთი საქციელით წარმოაჩინოს თავისი რწმენის უპირატესობა. ვაჰაბიტურ სექტებში კი იბნ-ტეიბისეული იდეების გააზრებამ სერიოზული დამახინჯება განიცადა და საბოლოო ჯამში როგორც ეროვნული, ისე წმინდა ისლამური ტრადიციების სრულ უარყოფაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც ისინი ღაზავათს (იგივე ჯიჰადს) არა მარტო ქრისტიანებს (რასაც ყურანი არც ქადაგებს), არამედ სუნიტებსა და შიიტებსაც უცხადებენ.

იგივე განაცხადა „თბილისი თაიმსთან„ საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა დასავლეთ საქართველოს მუქთის მოადგილე ადამ შანთაძემ:

ადამ შანთძე

ისლამი შემწყნარებლური რელიგიაა. იგი არ მოუწოდებს მის მიმდევრებს ექსტრემიზმისკენ, ომისკენ სხვა რელიგიების მიმართ. ის რაც სირიაში და ირანში ხდება პოლიტიკური სარჩული აქვს და მას საერთო არაფერი აქვს ყურანის ქადაგებებთან. მითუფრო არსად წერია იმის შესახებ, რომ საჭიროა სახელწიფო წყობილების ხალიფატად ჩამოყალიბება. ისლამი ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთ გაგებისა და სიყვარულის მქადაგებელია“.

ჩვენ  დავინტერესდით უნდა ელოდოს თუ არა საფრთხეებს კავკასიის რეგიონი რადიკალი ისლამისტებისგან, რომელთაც ხალიფატის შექმნა აქვთ გეგმაში. ამ საკითზე “თბილისი თაიმსთან” კავკასიის ხალხთა კონფედრაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა ისაუბრა.

მისი აზრით რთული იქნება ხალიფატის შექმნა განხორციელდეს, მაგრამ ამის მცდელობის პროცესში საფრთხეები მაიც ელის კავკასიას ვინაიდან აქ ბევრი მუსულიმი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებმაც შესაძლებელია მათი მხარე დაიჭირონ.

kasrelishvili-copy-2_3012

„სირიაში განვითარებული ტერორიზმის უკან ვინ დგას ვეღარ გაიგებს ადამიანი. ისლამურმა დაჯგუფებამ, რომელმაც ხალიფად გამოაცხადა თავი, ცდილობენ ხალიფატის შექმნას ძველი ხალიფატის ტერიტორიაზე. არ შეიძლება ამ ფაქტის მომსწრე დიდი სახელმწიფოების სპეცსამსახურები არ დაინტერესებულიყვნენ რა პროცესები მიმდინარეობს კულუარებს მიღმა. იქ ახლა დიდი ქვეყნების სპეცსამსახურები არიან, ამიტომ ვფიქრობ უკვე ვეღარ გაიგებ ვინ ვის უკან დგას და რას აკეთებს.

როცა სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლება იყო მაშინ ამერიკელები სუნიტი მუსულმანი ოპოზუციის მხარეს იყვნენ, რუსები კი შიიტ მუსულმანებს ეხმარებოდნენ. მას შემდეგ რაც ბაშარ ასადმა ოპოზიცია დაამარცხა ამერიკელები მათ აღარ დახმარებიან.  ახლა სირიაში მიმდინარე პროცესში არა მარტო შიიტები და სუნიტები არიან გარეული არამედ მათ გარდა ალავიტები, რადიკალური ისლამის წამომადგენლები-ვაჰაბისტები, ასევე ქურთები და ქრისტიანებიც არიან უკვე ამ პროცესში. უთანხმოება შიგნიდან წამოვიდა კერძო და კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე. მანდ ეხლა ენერგომატერაბლების ხელში ჩაგდების ტენდენციაც არის  და ის ფორმულა, რომ ვიღაცა ვიღაცას ეხმარება და ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ძალა დგას ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი და საერთოდაც მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მართვადია.

როგორც ზემოთ ავღნიშნე  შესაძლებელია ისლამური ხალიფატის შექმნას ხელი შეუშალონ და ესეც, რომ არ იყოს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა ხალიფატის შექმნა იმ ფარგლებში, რაც მუსულმან რადიკლაისტებს აქვთ გეგმაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისლამური ხალიფატის შექმნა არ იქნება სახიფთო პროცესი ბევრი ქვეყნისთვის. კავკასიაში უმრავლესობა მუსულმანი მოსახლეობაა, მარტო საქართველოში 500 ათასი მუსულმანი ცხოვრობს. ტერიტორიაზე სადაც ბევრი მუსულმანი ცხოვრობს, ყოველთვის მოიძებნება რადიკალური ფრთის წარმომადგენელების ინტერესების თანამოაზრენი ვისაც ხალიფატის შექმნა სურთ. ასე, რომ ფრონტალური ომის დაწყება სულაც არ არის საჭირო. როცა ამბობენ, რომ სუნიტების სამიზნე არის კავკასია დიდი პროცენტით გულისხმობენ ამ რეგიონში თავიანთი თანამოაზრეების გააქტიურებას“.

მან ასევე კომენტარი გააკეთა „რუსეთის ჯავახკის დიასპორის “ საქრთველოსადმი თხოვნასთან დაკავშირებით. „რუსეთის ჯავახკის დიასპორია“ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე სირიელი სომხების ჩამოსვლას და დროებით დასახლებას ხელი არ შეუშალოს.

მიმართვაზე, რომელიც რუსული სპეცსამსახურების საშუალო და დაბალი რგოლის აგენტებმა გააკეთეს, ჩვენ შევახსენეთ მათ, სად არის ძალიან კარგი ადგილები იმისთვის, რომ ეს ბავშვები ჩაასახლონ. ეს არის სევანის ტბის მიდამოები სომხეთში და ასევე კრასნოდარის და სევასტოპოლის მხარე რუსეთში. ასეთი ტრაგედიის შემდეგ ბავშვბს ძალიან მოუხდებათ ზღვის ჰაერი და ვფიქრობთ, რომ ასევე მათი ჩასახლება კარგი იქნება სომხებით კომპაქტურად დასახლებულ სოჭში, ძალიან მოუხდებათ ზღვის და მთის ჰაერი.

მთავარი ის არ არის რას ფიქრობენ საქართველოს მტრები, რადგან ვიცით, რომ სასიკეთოს არაფერს იტყვიან ჩვენთვის. მთავარია რას ფიქრობენ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველები, რომელთაც პრეტენზია აქვთ კაცობაზე, ქართველობაზე და იმაზე კიდევ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და პოლიტიკური პროცესები მართონ. ისინი საქართველოს მტრებსა და მორალატეებს თავის გვერდით იტანენ. ერთი შენიშვნე არ გაგვიგია ჩვენ საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებისგან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. არც კოკოითის და მიდი ბანდის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, არც ანტიქართული ორგანიზაციების განცხადებებზე პასუხი არ მოგვისმენია მათგან. ჩვენ ეს უფრო გვაინტერესებს, თორე მტერი რომ გვყავდა, გვყავს და გვეყოლება ეგ ვიცით. იმ მილიარდელი კრემლთან დაახლოებიული ქართველიბის რეაქცია გვაინტერესებს, რატომ არ რეაგირებენ საქართველოს სასიკეთოთ და იქვე მათ სამეზობლოში მცხოვრებ ქართველების მტრებს საკადრის პასუხს რატომ არ აძლევენ”.

“თბილისი თაიმსი” ასევე დაუკავშირდა პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაის. მან ისაუბრა სირიაში მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ ასპექტებზე და ასევე თუ რა საფრთხეების წინაშე დგას კავკასია და ამასთან საქართველო რადიკალი მუსლიმების წინაშე.

maisashvili

“ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია  მათ აწყობთ მათ , ვინც დღეს დგანან „ისლამური ხალიფატის“ უკან ესენია დაინტერესებული ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ ხელში ჩაიგდონ ახლო აღმოსავლეთის ენერგო რესურსები.  ასევე თვით „ისლამური ხალიფატის“ წარმომადგენლებს აწყობთ ასეთი სიტუაცია, რადგანაც ახლო აღმოსავლეთი წარმოადგენს ე.წ. „ეხსტალოგიურ გეოგრაფიულ არეალს“ რამდენიმე რელიგიური მოძრაობის თეოლოგიურ პოსტულატებში, მათ შორის ისლამის ჩათვლითაც. ახლო აღმოსავლეთი ხომ ენერგორესურსებით მდიდარი ადგილია, სადაც მსოფლიო ნავთობისა და გაზის მარაგების საერთო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 40% და რეგიონიდან ხორციელდება საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამიტომაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ექსკალაცია ხელს უწყობთ რადიკალური ისლამის  მიმდევრებს, საკუთარი ფანტასტიკური და არარეალური მიზნების მისაღწევად“.

სირიასა და ერაყში მიმდინარე მივლენებს პირდაპირი გავლენა აქვს აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე, ფაქტიურად რუსეთ-აშშ-ს კონფრონტაცია 2013 წელს დაიწყო ასევე სირიაში არსებული გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახების გამო, რაც ეხებოდა ახლო აღმოსავლეთში მარქსისტული-ავტორიტარული უკანასკნელი რეჟიმის ბაშირ ასადის ხელისუფლების დამხობის ფაქტორს უკავშირდება. რუსეთი კატეგორიულად წინაარმდეგია ასადის რეჟიმის დამხობის, ხოლო აშშ რადიკალურად ემხრობა მისი განადგურების იდეას (აღნიშნული კიდევაც დაფიქსირდა აშშ-ს 2015 წელს მიღებული ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასა და კრიზისების და რისკების შეფასების დოკუმენტებში, სადაც „ისლამური ხალიფატზე“ მაღლა იდგა ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა). ამის მიუხედევად, აშშ და რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ერაყის დროებითი მთავრობის მხარდაჭერასა და შენარჩუნების საქმეში, რომელსაც საფრთხეს უქმნის „ისლამური ხალიფატი“. აშშ და რუსეთი ერაყის მთავრობას ეხმარება სამხედრო ძალითა და შეიარაღების მიწოდებით. სამწუხაროდ ბოლოდროინდელმა გენოციდის ფაქტებმა, რომელიც განხორციელდა ასირიელი ქრისტიანების და სხვა აღმსარებლობის წარმონადგენების მიმართ ფაქტიურად დაადასტურა სემუელ ჰანტინგტონის „ცივილიზაციათა შეჯახების“  სცენარის განვითარება. ამ ეტაპზე შეიძლება განვიხილოთ ამგვარის დაპირისპირების „გარიჟრაჟის“ დაწყების, რომელმაც შეიძლება მიიღოს უფრო ფართომასშტაბიანი იერსახე. „ისლამური ხალიფატი“ დღეს მუსულმან მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში წარმოადგენს ერთგვარ „თავდაცვითი ჯიაჰდის“ წარმოების მატარებელ გაერთიანებას დასავლეთის ექსპანსიისგან ანუ თანამედროვე „ჯვაროსნებისგან“. ამიტომაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული ტრაგიკულმა მოვლენებმა უკვე მიიღო ერთგვარი „ცივილიზაციური“ ელფერი და გადაიზარდა ლოკალური ომის სრულმასშტაბიან ფორმად. ლოკალური ომის განმარტება გამოხატება შემდეგნაირად: ომი, რომელიც გამოირჩევა შეზღუდული სამხედრო-სტრატეგიული მიზნებით და რომელსაც აწარმოებს ერთი სახელმწიფო (სირია) ლიმიტირებული შეიარაღებული ძალების მეშვეობით, ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, (ან მისი სეპარატისტული ძალების – საუბარია სირიის გაერთიანებული ოპოზიციაზე) მხედველობაშია აშშ, თურქეთი, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, მცირე ტერიტორიულ რაიონში (რეგიონში). ასეთი კლასიფიკაციით ლოკალური ომი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შესაძლოა დახასიათდეს აქ განვითარებული მოვლენების ჩამონათვალის მიხედვით – ეგვიპტის „არაბული გაზაფხული“, პალესტინა-ისრაელის ურთიერთობების დაძაბულობა ღაზის სექტორში, სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ოთხი ათასიანი საექსპედიციო კონტინგენტის მონაწილეობა, რასაც თან დაერთო სირიის მეზობელი ლიბანის მმართველი პოლიტიკური ძალის „ჰეზბოლაჰის“ უშუალო ჩართულობა სირიის საშინაო საქმეებში, ისევე როგორც ღაზის სექტორის მმართველის ძალის „ჰამასის“ მებრძოლთა და მათთან ერთად 60 ათასამდე უცხოელი მებრძოლების, მათ შორის კავკასიის რეგიონიდან, მონაწილეობა ამ კონფლიქტურ კერაში და ა.შ.

ჩვენდა სამწუხაროდ საქართველო ყვება იმ არეალში სადაც რადიკალი ისლამისტები ხალიფატის შექმნას გეგმავენ. რამდენად შეძლებენ ამის განხორცილებას ეს სხვა საქმეა მაგრამ აშკარა ხდება, საფრთხეს  მაინც უნდა ველოდოთ ტერორისტებისაგან.

ახლო აღმოსავლეთი იმყოფება საქართველოსგან დაახლოებით 300-400 კმი-ის მანძილზე და თანდათანობით „ისლამური ხალფატი“ უახლოვდება საქართველოს, თუ საქართველოში არ არის უკვე. ხალიფატის ინტერესებია ჩრდილოეთ კავკასიაში საყრდენი ცენტრის შექმნა გლობალური ჯიჰადის გასავრცელებლად და იქაური ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფებების წარმომადგენელთა გადმობირება ხალიფატის მხარეზე. ამავე დროს ამ ჰიბრიდული გაერთიანების მთავარი სამიზნე არის ასევე აზერბაიჯანი და კასპიისპირეთი. მოკლედ ჩრდილოეთ კავკასია-კასპიისპიერთის მუსულმანური მოსახლეობა წარმოადგენს ერთ-ერთ საინტერესო ე.წ. “სარესურსო არეალს“ თუნდაც იგივე ხალაფიზმის რელიგიური-პოლიტიკური მიმართულების გასავრცელებლად, რადგან ამ არეალში კომუნისტური მმართველობის პერიოდში გავრცელებული ათეისტურმა გარემომ ძირფესვიანად გაანადგურა კლასიკური ისლამის მიმდევრების რაოდენობა და ამ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ათეისტურად აღზრდილი მოსახლეობის გადმობირება ისლამის ამ სექტანტურ რელიგიურ პრინციპებზე მეტად იოლი საქმეა. საქართველო შეიძლება გამოყენებული იქნას როგორ ე.წ. „შავი ტრანზიტული ზონა“ ანუ იარაღის, ნარკოტიკების და მებრძოლების გადაადგილების სივრცე (ნარკოტიკების გავრცელება დასავლეთში ითვლება როგროც იდეოლოგიურ ძირგამომთხრელი ომის გაჩაღების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად). ამიტომაც საქართველო შეიძლება გადაიქცეს ე.წ. „კავკასიურ ლიბანად“ 1976-1984 წლების მოდელის კონტექსტში. ისლამისტურ იატაკქვეშეთის ჯგუფები შეიძლება ამოქმედნენ ნებისმიერ დროს, მათ შორის შეიარაღებული გზის კუთხითაც.

ისლამური ხალიფატის“ საფრთხე არა მარტო გლობალურ, არამედ რეგიონალურ გეოპოლიტიკურ ჩარჩოებსაც მოიცავს. ხალიფატის ეგიდით გაერთიანებული ისლამისტების მხრიდან მთელი კავკასიის გათავისუფლება“ (ეს არის სწორედ ხალიფატის პოლიტიკური ხელმძღვნელობის ტერმინი) რეალურია და, სამწუხაროდ, ეს უცილობლად მოიცავს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებსაც. აქ  არის საუბარი, რომ პოლიტიკურად ისლამური ხალიფატის სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის ბრძოლაა აუცილებელი. ამიტომ, ისლამისტებს არ აინტერესებთ მთლიანად კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ვინ იქნება მმართველი ძალა. „ისლამური ხალიფატი გავლენიანი ძალა გახდა და მან ჩაანაცვლა „ალ-ქაიდა“. ეს არის გლობალური ჯიჰადის რეალური დამრტყმელი ძალა, ამის გამო ამერიკელებმა მას საჰაერო ომი გამოუცხადეს. ეს ერთ-ერთი არეალია, სადაც რუსეთი და ამერიკა მჭიდროდ თანამშრომლობენ მათ გასანადგურებლად. ეს ანგარიშგასაწევი ძალა აკონტროლებს სირიის ტერიტორიის 2/3-ს, ერაყის 1/3-ს, კონტროლქვეშ აქვთ ლიბანის მთიანი ტერიტორიის ზონა და თანდათანობით მათი დაჯგუფება –  „ალ ნუსრა“ უახლოვდება ისრაელის ტერიტორიას, მიდის გააფთრებული ბრძოლები ჰოლანის სიმაღლეებზე გაეროს სამშვიდობოებთან. ისლამურ ხალიფატში 40% დამრტყმელ ძალას, პირობითად, შეადგენენ ჩრდილო კავკასიიდან წასული მებრძოლები, დაახლოებით, 15%-ბოსნიელი მუსლიმანები, ხოლო 10%- –  ალბანელი მებრძოლები. დანარჩენებისხვა არაბული და მუსლიმანური ქვეყნებიდან წასული მოხალისეები და ადგილობრივი მუსლიმანები არიან. ეს სერიოზული ძალაა. მათ შორის, 2000-დან 2500-მდე ადამიანია გამოსული კავკასიის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონიდან, აზერბაიჯანის ვაჰაბიტების რაოდენობა 200-დან 300-მდეა, ქართული წარმოშობის ისლამისტების რაოდენობა კი 150-ის ფარგლებშია. ბოლოს და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხუთი საველე მეთაური ქართული წარმომავლობისაა. ერთერთია გაერთიანებული სამხედრო ძალების სარდალითარხან ბათირაშვილი (ამირ აბუ ომარ ალშიშანი). მათ განცხადებებს არაბულ ორიგინალში გაცნობის შედეგედად კი, მთიანი კავკასია, ანუ ჩრდილო კავკასია და აზერბაიჯანსაქართველო ექცევა მათი დარტყმის ქვეშ. ალბათ, უახლოეს ხანში მათი მხრიდან კონკრეტული ძალისხმევა ამ მიმართულებით წამოვა. კავკასიის ისლამური იმარატი ამ დაჯგუფების მოკავშირეა, თალიბებთან ერთად. შესაბამისად, შეიქმნა ახალი ჯიჰადისტური ალიანსი, რაც აერთიანებს სამ გავლენიან ძალას კავკასიის ისლამურ იმარატს“ (ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას, ასევე, რუსეთის შიდა ტერიტორიებსსტავროპოლის, ვოლგოგრადის, ასტრახანის მხარეს), ისლამურ ხალიფატს“ (რომელიც მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში, მესოპოტამიაში და აპირებენ გაავრცელონ გავლენა საუდის არაბეთსა და მაღრიბის ტერიტორიაზე) და თალიბანს“ (ცენტრალური აზია და შუა აღმოსავლეთი). გამორიცხული არ არის, ისლამურმა ხალიფატმა თავისი გავლენის ქვეშ უკვე მოაქცია აფრიკის კონტინენტზე მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება.

სირიაში ასურელი ქრისტიანების გენოცდით აღშფოთებული  საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 500- მა ოჯახმა გამოთქვა სურვილი თავისთან შეეფარებინა ასურელი ბავშვების გარკვეული რაოდენობა.

ასურელი ქრისტიანების დასახმარებლად, საქართველოში პეტიცია მომზადდა, მოთხოვნით:

საქართველომ შეიფაროს ასურელი ოჯახები

„ასურელ ქრისტიან ოჯახებს, მათ შორის ბავშვებს, ხოცავენ და ცოცხლად წვავენ ექსტრემისტი მუსულმანები. ეს ხდება ძალიან ახლოს ჩვენგან – ერაყის და სირიის ტერიტორიაზე. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას შეიფაროს ეს ოჯახები საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქეები კი აღმოვუჩენთ მათ ჰუმანიტარულ დახმარებას“ – ნათქვამია პეტიციაში.

ასურელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრების გადაცემის საკითხზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – გელა დუმბაძე ამბობს, რომ  არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველოში ბავშვები ჩამოიყვანონ და ბანაკებში დაასვენონ.  ასევე მეორე თემაა მათი განთავსება ქართულ ოჯახებში.

შეუძლია თუ არა რეალურად საქართველომ მიიღოს ასურელი ბაშვები „თბილისი თაიმსმა„ პარლამენტარ გიორგი ვაშაძეს მიმართა კითხვით.

vashadze

ასურელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას ხელს არაფერი არ უშლის. საქართველო  თავისი მასპინძლობით არის ცნობილი ქვეყანა. ჩვენ ამ ხაზს უნდა გავყვეთ და მაქსიმალურად გავამართლოთ ჩვენი სტუმართ-მასპინძლობა. ასურელ ბავშვებს შეუძლიათ აქ ჩამოსვლა და მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,“ – აცხდებს ვაშაძე.

ასურელი ბავშვების საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს ირგვლივ გაუგებრობა მოხდა.  პრესამ არასწორედ გაავრცელა  საპატრიარქოს პრეს-მდივანის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცახდება.

ამაში ვერ ჩავერევითდევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას

კარი, რომ გავუღოთეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს.ჩვენს მთავრობას აქვს ალბათ გარკვეული გეგმარაც შეეხება იმას, ვაპირებთ თუ არა რაიმე ინიციატივით მივმართოთ საქართველოს მთავრობასაღნიშნულზე ინფორმაცია არ მაქვსარ ვიმყოფები საქართველოში და არ ვიცი საპატრიარქოში რაიმე ინიციატივას განიხილავენ თუ არა“ – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “აქცენტს” ბოტკოველმა.

მან დასძინა, რომ საპატრიარქოში არდადეგებია, ის შვებულებაში იმყოფება და საკუთარ პოზიციას ვერ დააფიქსირებს.“ – აცხადებნდნენ სოციალურ ქსელებში.

ამ ცრუ ინფორმაციების გავრცელების, შემდეგაც საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

1364740482_sapatriarqo_2613

განცხადების თანახმად, სირიასა და ერაყში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი შეგნებულად არის დამახინჯებული და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

“ამჯერად კი შევნიშნავთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტერორიზმის, მკვლელობების, უზნეობისა და ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიამ მუჰამედისა და საერთოდ, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, როცა ძალზე ცოტა ქომაგი ჰყავდა ამ საქმეს, განა შეიძლება საქართველოს საპატრიარქოსთვის სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქეთა და მით უმეტეს, ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები?!”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ასევე, განცხადების მიხედვით, მასმედიისთვის ეს თემა საინტერესო ახლა გახდა. ამ პრობლემების შესახებ კი საქართველოს ეკლესიის მხრიდან და სხვა ეკლესიების მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო შეხვედრებზე.

“ქანდელი ასირიელი მორწმუნენი თანადგომის ნიშნად თვენახევრის წინ მიიღეს და დალოცეს სამების საკათედრო ტაძარში. ამა წლის 19 აპრილსაც, კვირაცხოვლობას, სამების საკათედრო ტაძარში და საქართველოს ყველა ეკლესიაში აღევლინება ლოცვა როგორც მართლამდიდებელ გარდაცვლილთა სულების საოხად, ისე აღნიშნულ რეგიონში მშვიდობისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო მიმართავს ყველას თხოვნით, იყვნენ უფრო კორექტულები და წინდახედულები, როდესაც ასეთ ფაქიზ თემებს ეხებიან.

მასალა მოამზადა

თამარ გვირჯიშვილმა

Please follow and like us: