11209608_10152729369225899_922353648678400759_nისრაელში  ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საპატიო საკოონსულო. წარმომადგენლობას იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსული იგალ ამედი უხელმძღვანელებს.

საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ღონისძიებას ისრაელის მხრიდან ესწრებოდნენ  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავეგდორ ლიბერმანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ბენ შიტრიტი და ქვეყნის საგარეო უწყების სხვა მაღალჩნოსნები. საქართველოს მხრიდან სპატიო საკონსულოს წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ლევან გურგენიძე, საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ტაბატაძე, ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ისტორიულ კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას.  „დიდი ბედნიერებაა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ერთგული მეგობრობა, რომელიც ორიათას წელს ითვლის.  ჩვენ ყოველ დღეს  ვაღრმავებთ თანამშრომლობას, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ისე ორმხრივ ურთიერთობებში . ამის ნათელი მაგალითი საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის დაწესება. საპატიო კონსულის ოფისის გახსნა იერუსალიმში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც  გაამყარებს ჩვენ ორ ერს შორის გადებულ ხიდს” – განახცადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან გურგენიძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა  ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საპატიო საკონსულოს საქმიანობა. „საქართველო ისრაელს შორის ორმხრივ ურთიერთობებში პრაქტიკულად არ არის არცერთი თავისუფალი სფერო, სადაც ჩვენი ხალხი არ იყოს მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან. ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეწყობს  საპატიო კონსულის წარმომადგენლობის გახსნა,   დარწმუნებული ვარ  საპატიო კონსულის საქმიანობა ბევრს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს”-აღნიშნა ლევან გურგენიძემ. საპატიო კონსულის წარმომადგენლობა ორ ქვეყანას შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას მოემსახურება. ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულმა იგალ ამედმა მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ისრაელის მხარეს  გამოხატული ნდობისათვის. იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსულს ისრაელის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ეგზეკვატურა 31 მარტს ოფიციალურად გადაეცა.

Please follow and like us: