რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტის განკარგულება პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა სხდომა 13:00 საათზე დანიშნა. პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, დეპუტატების მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის გარდა, დაჩქარებული წესით არაერთი საკითხი აქვთ განსახილველი.
8 მაისის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები, მინისტრების პოსტებზე დანიშნულ თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, რის შემდეგაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ.