საქართველოს მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სხდომაზე განაცხადა.
“დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ გამოვაცხადებთ საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მეტ ჟანგბადს მისცემს კერძო სექტორს იმისთვის, რომ გადაიტანოს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.