ბრიტანული გამოცემა The economist-ი ყოველკვირეულად მიმოიხილავს მსოფლიოს განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას. მიმოხილვა ძირითადად გამოცემის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მზადდება.
საინტერესოა, რომ ახალი მიმოხილვის სათაური „ცუდი ამბები“ – მსოფლიოში მოწინავე და მზარდი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანას, აშშ-ს ეხება. გამოცემა წერს,რომ ეკონომიკური პროგნოზები იმის შესახებ თუ, როგორი იქნება აშშ-ს ეკონომიკური მდგომარეობა 2015 წლის ბოლომდე უკვე ცნობილია. პროგნოზებთან ერთად გამოცემას, რამდენიმე ეკონომიკური მონაცემიც აქვს ხელთ. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას მონაცემებსა და პროგნოზებზე მეტად, გარეგანი ფაქტორები ასახავს. ეკონომისტების აზრით, ერთ-ერთი ასეთია დასაქმებისა და საინვესტიციო ხარჯების ზრდის შეფერხება. როგორც ცნობილია, 2015 წლის პირველი კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა კუს ტემპით იზრდება, მისი რაოდენობა წინასთან შედარებით მხოლოდ 0,2%-ითაა გაზრდილი. ასეთი მაჩვენებელი კი ქვეყანაში ბოლო, რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა.
მოვლენების ამგვარ განვითარებას წლის დასაწყისშივე ვარაუდობდნენ. ბევრ ამერიკელი იძულებული გახდა საყიდლებზე სიარულის ნაცვლად სახლში დარჩენილიყო. დოლარის გამყარებამ კომპანიებს ძლიერი დარტყმა მიაყენა. შემოსავლებით სიდიდით მესამე კომპანიას S&P 500 იდექსი დაიწია, კორპორატიული მოგება ბოლო მონაცემებით 1.6%-ით, ჯერ კიდევ, 2014 წლის მეოთხე კვარტალზე დაეცა, თუმცა მაინც მაღალი იყო 2013 წლის იმავე კვარტალის რაოდენობასთან შედარებით, რომელმაც 6,4% შეადგინა. საინვესტიციო მდგომარეობა ისევ შეფერხებულია.
როგორც ცნობილია, 2015 წლის პირველ კვარტალში რამდენიმე პროცენტით დაიკლო ამერიკული კომპანიების მიერ თავიანთი წარმოების გატანის სიხშირემ საზღვარგარეთ. ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ესაა ის ეკონომიკური საფრთხე, რისიც აშშ-ს აუცილებლად უნდა ეშინოდეს.
ის ფაქტი, რომ აშშ ლიდერია მსოფლიო ეკონომიკაში არ აძლევს მას დამშვიდების უფლებას. ექსპერტები მიუთითებენ: აშშ-ს უნდა ახსოვდეს, რომ იგი არ არის ლიდერი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ავტომშენებლობა, ელექტროტექნიკის წარმოება, ნავთობქიმიური და ქიმიური მრეწველობა. ამ დარგების პროდუქცია არანაკლებ და ხშირად უკეთესადაც და უფრო დაბალი დანახარჯებით იწარმოება სხვა, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ისეთებში როგორიცაა იაპონია, გერმანია, საფრანგეთი.
ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ს კონკურენტუნარიანობას, როგორც საერთაშორისო ისე შიდა ბაზარზე. ამის გამო, ამერიკული კომპანიები ახდენენ თავიანთი წარმოების გატანას საზღვარგარეთ, ,,მესამე სამყაროს” ან ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთი და ბრაზილია. ეს უზრუნველყოფს დაბალ საწარმოო დანახარჯებს და ხელს უწყობს ამერიკულ კომპანიებს კონკურენტულ ბრძოლაში.
მოვლენების ასეთი განვითარების კიდევ ერთი მიზეზი ხელფასების მცირე რაოდენობაა. ექსპერტების აზრით, უამრავი სამუშაო ადგილის შექმნამ გასულ წელს გამოიწვია ნაკლები პროფესიონალების დასაქმება და ხელფასების იმგვარი განაწილება, რამაც შემდგომში მისი დაწევა განაპირობა. ეს ეხება განსაკუთრებით, საცალო გაყიდვებისა და სხვა მსგავს სფეროებს ამერიკულ შრომის ბაზარზე.
შეშფოთების მთავარ მიზეზს აშშ-ში წარმოადგენს არა ასეთი მონაცემები, არამედ ხელისუფლების ნაკლები კომუნიკაცია და ის, რომ იგი წინასწარ არასდროს ემზადება მსგავს, გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან საბრძოლველად. ექსპერტების აზრით, ხელისუფლება ყოველთვის აჭარბებს და ძლიერად წარმოაჩენს ამერიკულ ეკონომიკას ისე, ვიდრე ის სინამდვილეშია. პრობლემის მთავარი მიზეზიც ესაა, სტრუქტურა რეალობას ყოველთვის გაურბის.
აშშ–ს ეკონომიკა ხშირად განიხილება როგორც მსოფლიო ეკონომიკის ,,მამოძრავებელი”. შედეგად, ამ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შენელების ნებისმიერი შემთხვევა ახდენს უარყოფით ზეგავლენას სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე. უკანასკნელმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც გამოიწვია აშშ-ს საბანკო სისტემის კრახმა და რომელიც ,,დომინოს” პრინციპით გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოზე, წამოჭრა საკითხი: შეუძლია თუ არა გლობალურ ეკონომიკას თავიდან აიცილოს აშშ-ს მსგავსი განვითარების ზემოქმედება. ის, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ახალი უმსხვილესი მოთამაშეები გამოჩნდნენ მაინც არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ აშშ-ს გავლნა მსოფლიო ეკონომიკაზე შესუსტდა. ,,მესამე ბაზრის” ეფექტი და ფინანსური ინტეგრაციის ზრდა ერთობლიობაში ხელს უწყობს ციკლური განვითარების შედეგების გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით.
ხელისუფლებამ წინა კვირას დაადასტურა, რომ საპროცენტო განაკვეთზე ცვლილება იგეგმებოდა, დღეს იგი დაწეულია 2008 წელს არსებულ დონეზე, ფიქრობენ რომ ეს რამდენიმე თვე მაინც გაგრძელდება. ამ მდგომარეობას ცალკე ართულებს ნავთობის ფასების დრამატული ცვლილებაც.
ეკონომისტებისა და ექსპერტების გარკვეული ჯგუფი თვლის, რომ ივნისსში მოვლენები რადიკალურად შეიცვლება. მათ „მხარს უჭერს „ ხელისუფლებაც, რომელიც გამოთქვამს იმედს და იტოვებს რწმენას იმისას, რომ აშშ-ს ეკონომიკური გზა და მიმართულება სწორია და 2015 წლის ბოლომდე მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება.
თემაზე მუშაობდნენ:
ნათია კეკენაძე
გიორგი მიქანაძე