თურქეთის ხელისუფლება ვერ აიტანს ქვეყანაში საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას, განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა, სტამბულის აეროპორტში, ჩრდილოეთ აფრიკის რიგ ქვეყნებში საერთაშორისო ტურნედან დაბრუნებისას.

”პარკ გეზის აქციების დროს, ჩვენ დავკარგეთ სამი მოქალაქე, ორი ახალგაზრდა და ერთი პოლიციის კომისარი”-თქვა პრემიერმა

იგი დაპირდა მოსახლეობას, შეტაკების მიზეზების დეტალურ გამოძიებას.

ერდოგანის სიტყვებით ხელისუფლება გაანალიზებს და შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს, შემდეგ კი მიღებული იქნება, შესაბამისი ზომები.

მან კატეგორიულად მოითხოვა ქვეყანაში დემონსტრაციების შეწყვეტა, რადგან ისინი ვანდალიზმში გადავიდნენ.

”მო მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დემონსტრაციები, ისინი აღარ ატარებენ დემოკრატიულ ხასიათს და გადაიქცნენ ჩვეულებრივ ვანდალიზმად”-დაამატა ერდოგანმა.

უკვე მეცხრე დღეა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში, გრძელდება საპროტესტო აქციები, სტამბულის გეზის პარკის რეკონსტრუქციის წინააღმდეგ.

07.06.13

Please follow and like us: