2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა მეუღლემ ლიუდმილამ 30 წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორების შესახებ განცხადება გააკეთეს.

ამის შესახებ რუსეთის პეზიდენტმა ხუთშაბათს, კრემლში გამართული საბალეტო დადგმის შემდეგ ერთობლივი ინტერვიუს დროს განაცხადა, რაც  სამთავრობო ტელეარხით გადაიცა.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრება საკმაოდ აქტიური და საჯაროა, რაც ლიუდმილასთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს.

თავის მხრივ პრეზიდენტის მეუღლემ დასძინა, რომ ისინი მაინც თითქმის ვერ ხედავენ ერთამენთს და თითოეული მათგანი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.

წყვილის განცხადებით გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული.

07.06.13

Please follow and like us: