რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი კანი ჯანსაღი იყოს? ამისათვის საჭიროა ქვემოთ მოცემული რამდენიმე სასარგებლო რჩევა გავითვალისწინოთ.
კანის მოვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება წყალია, მითუმეტეს თუ იქნება ეს თოვლის ან წვიმის წყალი, რომელსაც რბილ წყალს უწოდებენ.
ზოგადად თუ იყენებთ საპონს უკეთესია, გამოიყენოთ სახის, რომელშიც ნაკლებადაა მავნე (ტუტოვანი) ნივთიერება.
ხელები დაიბანეთ თბილ წყალში საპნით და შეიმშრალეთ რბილი ხელსახოცით, შემდეგ წაისვით ხელის კრემი.
თუ კანი გამოგიშრათ და აგექერცლათ, გაიკეთეთ რბილი წყლის აბაზანა. წყალში გაურიეთ მანგანუმის რამდენიმე კრისტალი ან ცოტაოდენი სოდა.
კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით.
გაზაფხულზე რეკომენდირებულია რბილი სკრაბისა და ნიღბების გამოყენება. სახე სახლში დაბრუნებისთანავე გაიწმინდეთ.
ისპანახი ხსნის კანის გაღიზიანებას. კარგად გარეცხილი ისპანახი უნდა გატარდეს ბლენდერში. ის კარგად კვებავს მშრალ კანს მას თუ, დავუმატებთ ხილის და კენკრას ნაღებს.
ასევე კანს სინაზესა და ხავერდოვანს ხდის კომბოსტო რომელის ფოთოლიც საკმარისია 20 წუთით გავიჩეროთ სახეზე.
შვრიის ფანტელი კანს სიგლუვესა და სიმკვრივეს ანიჭებს, ის ავსებს A ვიტამინს.
მასალა მოამზადა
სალომე აფხაზაშვილმა