ოცი საუკუნის შემდეგ ანდრია მოციქულის ნაქადაგები გზით, ღვთისმშობლის ხატმა კვლავაც შემოიკრიბა ლოცვით გაერთიანებული მორწმუნე მრევლი. ხატს აჭარიდან, კერძოდ ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარიდან თავდაპირველად აწყურში ჩააბრძანებენ.

6736c26916f3ea2e0765afec3a87c0f4

ბორჯომის და ბაკურიანის, ურბნისისა და რუისის, გორისა და ატენის ეპარქიების მოლოცვის შემდეგ მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრებში მიეგებებიან წმინდა ხატს. საბოლოოდ ხატი 17 მაისს თბილისის სამების ტაძარში იქნება დაბრძანებული. 

არქიმანდრიტი ილია ნასიძე აწყურის ღვთისმშობლის ხატის მოლოცვის მსურველებს გზის მარშრუტს აცნობს.

როგორც მსვლელობის ორგანიზატორი მამა ილია აცხადებს, 12 მაისს, სამებაში წირვის შემდეგ, უწმიდესი დალოცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ხატთან ერთად გაემგზავრებიან ბათუმში, მატათას საფლავზე. შემდეგ ხატს მიაბრძანებენ აჭარაში, სადაც წირვა აღევლინება.

მისივე განცხადებით, ხატს ხულოდან ახალციხეში გადააბრძანებენ, ახალციხიდან სურამში, სურამიდან გორში, გორიდან სვეტიცხოველში, სადაც 16 მაისს წირვა აღევლინება. 17 მაისს, დილით ხატი სვეტიცხოვლიდან თბილისში წამობრძანდება, სადაც სამებაში ლიტურგიას საქარტველოს პატრიარქი აღავლენს.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს ვინ სად წასულიყო საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო. გადაწყვიტა კიდეც წამობრძანება, მაგრამ ვინაიდან მოწევნულ იყო ჟამი მისი მიძინებისა, მაცხოვრის კურთხევით სთხოვა ანდრია პირველწოდებულს, რომ გამგზავრებულიყო ივერთა ქვეყანაში და ექადაგა, თან უთხრა: ,,წაასვენე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რაითა ვიყო განმგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი არვუპყრა და შევეწიო მათ’’. მაშინ მოითხოვა ფიცარი ღვთისმშობელმა, მიიდო სახეზე და ფიცარზე გამოისახა მისი ხელთუქმნელი ხატი. მადლობა შესწირა ქალწულს მოციქულმა და ხატთან ერთად გამოემართა საქართველოსკენ. ეს იყო ხატი, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში. მისი მეშვეობით ივერიელებმა პირველად იხილეს მფარველი და პატრონი საქართველოსი.

წმინდა ანდრია პირველად ტრაპიზონში შემოვიდა, იქედან გადავიდა აჭარაში, კერძოდ სოფელ დიდაჭარაში, შეკრიბა ხალხი და დაასვენა ხატი. იქ, სადაც ხატი დაასვენა მაკურნებელი წყარო გადმოდინდა, რომელიც დღესაც მოედინება.

ამის შემდეგ წმინდა ანდრიამ ფერსათის მთა გადაიარა, მთაზე ჯვარი აღმართა, რის გამოც ამ მთას დღეს ,,რკინის ჯვარი’’ ეწოდა. გაიარა ოძრხეს ხევი, სამცხე, ბორჯომის ხეობა, სადაც კერპებს ამსხვრევდა ლოცვის ძალით და ღვთისმშობლის ხატის მეშვეობით. ამის მერე შევიდა აწყურში, რომელსაც მაშინ სოსანგეთი ერქვა და რომელსაც ქვრივი დედაკაცი სამძივარი განაგებდა. სწოდერ აქ მოხდა სასწაული ანდრია მოციქულის ლოცვითა და ღვთისმშობლის შემწეობით. ერთადერთი ძე სამძივარისა, რომელიც მიცვალებული იყო, მკვდღეთით აღსდგა. საწოლზე, სადაც ბიჭი ესვენა, მოციქულმა ხატი დაასვენა, ილოცა, ყრმას ხელი მოკიდა და წამოაყენა. ამის მნახველი უამრავი ადამიანი გაქრისტიანდა. ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს ტაძარში, სადაც არტემიდას და აპოლონის ქანდაკება იდგა, ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ და ელოცათ. დილით ტაძრის დაკეტილ კართან წარმართებს კერპები დამსხვრეული დახვდათ, ხოლო ღვთისმშობლის ხატი მზესავით ბრწყინავდა. დარცხვენილმა წარმართებმა ერთად ადიდეს უფალი. წმინდა ანდრიამ აწყურშიც ააგო ტაძარი, რომელშიც ხელთუქმნელი ხატი დააბრძანა. დღეს ეს ხატი აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახელით არის ცნობილი. მოციქულმა იქ დააარსა პირველი საეპისკოპოსო ეკლესია, შემდეგში ვახტანგ გორგასალმა ააშენა საეპისკოპოსო ტაძარი, მეცხრე-მეათე საუკუნეებში კი საკმაოდ მოზრდილი ტაძარი აშენდა. აქ მუდამ იჯდა მაწყვერელი მღვდელთმთავარი. ეს ტაძარი დღეს დანგრეულია.

აწყურის ღვთისმშომლის ხატს უამრავი სასწაული უკავშირდება.

1546 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ მესამეს ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი აწყურიდან ციხისჯვარში დაუბრძანებია, ხოლო 1553 წელს იმერეთში გადაუბრძანებია. მრავალგზის გაძარცვული ხატი იმერეთის მეფე გიორგი მეორემ ოქროტი მოაჭედინა და პატიოსანი თვლებით შეამკობინა. ჯაყელების ათაბაგებმა ჯერ ყვარყვარემ, შემდეგ კი მზეწაბუკმა დედაეკლესიას მოსწყვიტეს მესხეთის ეკლესია და მესხეთის ქართველობა, რითაც შემდგომში ოსმალებს გაუადვილეს მესხეთის დაპყრობა. სამშობლოსგან გამოყოფილ მესხეთში ქრისტიანობა ჩაკვდა. სამცხის მიწა დატოვა აწყურის ღვთისმშობლის ხატმა, რომელიც იქ ქრისტიანობას და ქართველებს იცავდა. 1764 წელს ხატი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის შეკვეთით ჩაუსვენებიაჩ ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში. აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ამ სახით დაბრძანებული იყო გელათის მონასტერში მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე, ვიდრე კომუნისტები ტაძარს დახურავდნენ. დედაღვთისას ეს უწმიდესი ხატი სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში იმდენჯერ განახლებულ-გადაწერილა, რომ მის თავდაპირველ იერზე ვერას ვამბობთ.

ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

Please follow and like us: