ინგლისის დედოფლის ელიზაბეტ მეორის მეუღლეს პრინც ფილიპს დიაგნოსტიკური ოპერაცია გაუკეთეს, იტყობინება ბუკინგემის სასახლე.

ამჟამად ქირურგიული ჩარევის შედეგებს ექიმები აანალიზებენ. შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ  დედოფლის მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოთხშაბათს ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ  პრინცი ფილიპი, ედინბურგის ჰერცოგი გადაყვანილია სტაციონარში მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური ოპერაციისათვის.

პრინც ფილიპს მალე 92 წელი შეუსრულდება.

08.06.13

აჩიკო კერესელიძე

Please follow and like us: