ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) მილიონობით ადამიანის სატელეფონო საუბრიდან ყოველდღიურად აგროვებს ინფორმაციას. Verizon (უმსხვილესი ოპერატორი ამერიკაში) უზრუნველყოფს ყველა სატელეფონო ზარის ჩაწერასა და მათ ბაზაში განთავსებას 19 ივლისამდე, სანამ სატელეფონო საუბრების ჩაწერის შესახებ ბრძანება ძალაშია.
მაგრამ, ზუსტად არავინ იცის, რა არის ეს სააგენტო? ვინ ხელმძღვანელობს? ან რა არის მათი მისია?
1) ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შტაბები მდებარეობს აშშ-ში Fort Meade-ში, ვაშინგტონთან ახლოს.
2) ის დაფუძნდა 1952 წელს, და 1977 წლამდე ის ოპერირებდა Airlington Hall-დან, რომელიც არის გოგონების სკოლა ვირჯინიაში.
3) ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) მფლობელობაში არსებული ზუსტი უძრავი ქონება გასაიდუმლოებულია. მისი ტერიტორიის მოცულობა დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობის (პენტაგონის), ხოლო პარკინგის ტერიტორია 112 ჰექტარს იკავებს.
4) სააგენტოს მიზანია გაანალიზოს, გაშიფროს სატელეფონო საუბრებიდან მიღებული ინფორმაცია, დაადგინოს და გამოამჟღავნოს პოტენციური საფრთხეები ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისთვის და დაიცვას ისინი.
5) გენერალი 4 ვარსკვლავით, Keith Alexander ხელმძღვანელობს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA). ის არის მეთაური, კიბერ კომანდერი და ასევე ცენტრალური დაცვის მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.
6) რაც შეეხება ოპერაციებს, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში, ისინი სრულიად გასაიდუმლოებულია. NSA-ის შიდა სამზარეულოზე ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი იმდენად იდუმალია, თითქოს მათი დევიზია „არასოდეს თქვა რამე“.
7) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყოველდღიურად სხვადასხვა საიდუმლო ინფორმაციებს იღებს. მიღებული ცნობების 75% მას სწორედ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან მიეწოდება.
8) ყოველდღიურად ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში (NSA) შედის მილიარდი E-mail, სატელეფონო ზარი და სხვადასხვა წერილობითი მიმართვები.

9) გასულ თვეში გამოაშკარავდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ჰაკერები ამუშავებენ 2.1 მილიონ გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ინფორმაციას ყოველ საათში. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერებიც სწორედ მათ აქვთ. „Titan SuperComputer” – ს აქვს შესაძლებლობა, რომ ყოველ წამში 20 000 მილიარდი ოპერაცია შეასრულოს.

10) ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებლები ანდობენ თავიანთ ცხოვრებას ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წევრებს. ეს მემორიალი, რომელიც მდებარეობს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სათაო ოფისში, პატივს აგებს NSA -ის თანამშრომლებს, რომლებიც „მსახურობდნენ სიჩუმეში“.

წყარო: Business Insider

Please follow and like us: