11138997_854755654615512_1917059310690945456_nარაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმის შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ ქართული მხარის გადაწყვეტილებით აბუ-დაბიში საქართველოს საელჩო, დუბაიში კი გენერალური საკონსულო გაიხსნება. “არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დადასტურებაა იმის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ინტერესი იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აბუ-დაბიში გავხსნათ საელჩო, დუბაიში კი გენერალური საკონსულო. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტიციების მოცულობამ უკვე შეადგინა 700 000 000 დოლარი. გასულ წელს ჩვენს შორის სავაჭრო ბრუნვაც გაიზარდა და მთლიანობაში დაახლოებით 220 მილიონ დოლარს მიაღწია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დუბაი საქართველოსთვის მართლაც სამაგალითოა. “დუბაი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩვენთვის სამაგალითოა და ჩვენ მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. დიდია საქართველოში ინვესტირების კუთხით ინტერესი, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით და ჩვენ გვაქვს უნიკალური ადგილები, სადაც შეიძლება ტურიზმის განვითარება, ასევე ისინი წყლის რესურსით არიან დაინტერესებული”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Please follow and like us: