ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის  ჰოსნი მუბარაქის პროცესი ორშაბათამდე გადადო.

მოსამართლემ ამის შესახებ მუბარაქის პროცესის დაწყებისთანავე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქმის განსახილველად სამხილი მასალების გაცნობა სჭირდება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მუბარაქს და მისი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ექსპრეზიდენტის ექვსი თანაშემწე გაათავისუფლა.

09.06.13

Please follow and like us: