2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტის მსახიობს ნიკოლაი ცისკარიძეს შეატყობინეს, რომ შრომით ხელშეკრულებას მასთან აღარ გააგრძელებდნენ.

1 ივლისიდან არტისტი აღარ იმუშავებს თეტრში – განუცხადა ჟურნაისტებს თეატრის პრეს-მდივანმა კატერინა ნოვიკოვამ.

ახლანდელი შრომითი ხელშეკრულების ვადა ცისკარიძესთან იწურება 30 ივნისს. თვითონ არტისტი და ასევე მისი ადვოკატი კომენტარს არ აკეთებენ.

ცისკარიძეს კონფლიქტი დიდი თეატრის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება. მან საჯაროდ დაადანაშაულა ადმინისტრაცია მასშტაბურ დარღვევებში ისტორიული შენობის რეკონსტრუქციის დროს და ასევე დაადანაშაულა არტისტების მიმართ ზეწოლაში.

ადმინისტრაციამ მას საყვედური განუცხადა არასათანადო ურთიერთობის გამო პრესასთან და შეამცირა სპექტაკლები მისი მონაწილეობით.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც მოხდა თავდასხმა ბალეტის დასზე სერგეი ფილინზე.

გავრცელდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ცისკარიძე შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ამ ტრაგედიასთან.

ამის შესახებ მოცეკვავემ განაცხადა, რომ პრეს-სამსახური და თეატრის გენერალური დირექტორი ანატოლი იკსანოვი იყენებს სიტუაციას პირადი მიზნებისათვის, ადანაშაულებს ხალხს თავდასხმაში.

მარტის ბოლოს ცისკარიძემ განაცხადა, რომ შიშობს სულ მალე გაათავისუფლებენ სამსახურიდან თავისი კრიტიკული გამონათქვამების გამო. მან მოსთხოვა ადმინისტრაციას უარყოს უკანონი საყვედურები და საჯაროდ სთხოვონ პატიება.

არტისტმა ასევე შესთავაზა გაეთავისუფლებინა თეატრიდან მთელი ადმინისტრაცია, რომელმაც შექმნა თეატრში დაძაბული ვითარება.

09.06.13

Please follow and like us: