9 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

თურქეთში საპროტესტო აქციის დაწყებიდან ექვსმა პოლიციელმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, ამის შესახებ აცხადებს პოლიციის პროფკავშირის მეთაური ფარუკ სეზერი.

პოლიციელების მიმართ იყო მძაფრი კრიტიკა იმის გამო, რომ მათ გამოიყენეს ძალა საპროტესტო აქციის დროს, თუმცა სეზერმა განაცხადა, რომ პოლიციელებიც იტანჯებიან, ვინაიდან მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა.

პოლიციელებს, რომლებიც იყვნენ გადაყვანილები პროტესტის გამოხატვის ადგილებში სხვა ქალაქებიდან, უწევდათ სკამებზე ძილი.

,,ძალადობა, რომელსაც ხედავთ, იმ ძალადობიდან აისახება, რომელსაც იყენებენ პოლიციელების მიმართ. მათ მიმართ ძალადობა გამოიხატება არა მხოლოდ პროტესტანტების მხრიდან, არამედ ისინი მუშაობენ განუწყვეტლივ 120 საათის განმავლობაში და მათ აძლევენ მხოლოდ ხმელ პურს და ვადაგასულ პროდუქტებს’’- აცხადებს სეზერი.

10.06.13

Please follow and like us: