გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბავარიის პრინცი მიიღო. ლუიპოლდ რუპერტ ჰაინრიხთან საუბარი იყო საქართველოში ინვესტიციებზე, ასევე იმ კულტურულ-სავაჭრო და სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოს და გერმანიას დიდი ხანია აკავშირებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ბავარიის პრინცისგან და კომპანია „კასტელის“ ხელმძღვანელისგან მიიღო ინფორმაცია გერმანულ-ქართული ინვესტიციით დამზადებული ბავარიული სამეფო ლუდის შესახებ.