დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა – ბრტყელტერფიანობა, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თუ, რა არის ბრტყელტერფიანობა და როგორ უმკურნალოთ მას.
ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს:
თანდაყოლილი
ტრავმული
სტატიკური
რაქიტული
პარალიტიკური
ბრტყელტერფიანობის განვითარება სტადიების მიხედვით:
პროდრომული
გარდამავალი
ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბების
ბრტყელი ვალგუსური ტერფის და კონტრაქტურის სტადია
ბრტყელტერფიანობას ახასიათებს:
ტერფის დაგრძელება, გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება, წინა ნაწილის შიგნით შებრუნება, ქუსლის გარეთ მიბრუნება, დაღლა და ტკვილი ტერფის, კოჭ-წვივის სახსარში.
ტერფი შედგება განივი და გასწვრივი თაღებისაგან მას აქვს, არასწორი მოხაზულობა. ზოგს დაბადებიდან, ზოგს კი შედარებით გვიან უსწორდება ეს თაღები და ტერფიც უბრტყელდება. ასეთი ტერფი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს სრულყოფილად და დროთა განმავლობაში ადამიანს დიდ პრობლემებს შეუქმნის. ასაკის მატებასთან ერთად, ტერფის დეფორმაცია პროგრესირებას განიცდის, ვითარდება ორგანიზმის გადაღლა და ირღვევა ნაბიჯების თანმიმდევრობაც. ტერფის მკურნალობა შესაძლებელია ინდივიდუალურად შერჩეული სუპინატორით.
გთავაზობთ ეფექტურ ვარჯიშებს. ვარჯიში ტარდება ნელ ტემპში, სუნთქვის რიტმის დაცვით და შიშველი ტერფით. თავდაპირველად მწოლიარე, შემდეგ კი მჯდომიარე მდგომარეობაში. მოთავსდით მაღალ სკამზე ისე, რომ ფეხის ტერფები კარგად გედგათ იატაკზე, მუხლები და მენჯ-ბარძაყი კი მოხრილი იყოს. ფეხებქვეშ უნდა გეგოთ ფარდაგი.
საწყისი მდგომარეობა: დაჯექით სკამზე (ხერხემალი სწორად გეჭიროთ)
ფეხები ოდნავ განზე გასწიეთ, ფეხისგულები იატაკს უნდა ეხებოდეს.
1.ტერფები მოხარეთ და გაშალეთ
2.მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები
3.ტერფებით დაიჭირეთ ბურთი, ასწიეთ და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.
4.ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ ცომის გასაბრტყელებელი ჯოხი.
5.ფეხის თითების ქვეშ ამოიდეთ პირსახოცი და ბოლოები ხელით მოქაჩეთ.
6. იარეთ ფეხის წვერებზე.
მასალა მოამზადა
სალომე აფხაზაშვილმა