რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით სხვადასხვა დროს უკანონოდ დაკავებული 10 პირი გუშინ, 8:20 საათზე გათავისუფლდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრომ გათავისუფლებულთა სიაც გამოაქვეყნა: ნუგზარ გელაშვილი (ხაშურის რაიონის სოფელი კლდისწყარო); გელა წოწოლაშვილი (ხაშურის რაიონის სოფელი ბროლოსანი); ივანე მუმლაძე (ხაშურის რაიონის სოფელი წეღვერი); როსტომ შავაძე (საჩხერის რაიონის სოფელი ხვანი); როსტომ სირაძე (საჩხერის რაიონის სოფელი კორბოული); გია სოლოშვილი (დუშეთის რაიონის სოფელი კადოეთი); იულონ დვალიშვილი (გორის რაიონის სოფელი ქვეში); გიორგი ძინძიბაძე (საჩხერის რაიონის სოფელი გორისა); მურმან ბურძენიძე (საჩხერის რაიონის სოფელი კორბოული); ჯიმშერ მაქაძე (საჩხერის რაიონის სოფელი კორბოული).