რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მსოფლიო ბანკის საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე მომუშავე მისია ეწვია.
უწყების ინფორმაციით, მისიის წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს თენგიზ შერგელაშვილს შეხვდნენ.
მათივე განმარტებით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე საჯარო ინვესტიციების მართვის სისტემებზე და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების მართვასთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევის შესაძლებლობებზე.
თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, სამინისტრო გეგმავს შეიმუშავოს მთელი რიგი წინადადებები საინვესტიციო პროექტების დაგეგმვისა და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებისთვის, შესაბამისი ანალიზისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულ კვლევების საფუძველზე.