ჩუღურეთის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრუკენის მოედნამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 2 კვირით, დღის 10სთ-დან საღამოს 6 საათამდე შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციიტ, შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთება მიმდინარეობს.
2 500 კვ. მეტრის ფართობის საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთებას შპს „დრო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს. ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.