საქართველოს პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ათონელის რეზიდენციის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა ამ საკითხზე რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას არ გეგმავს, რადგან ეს სახელმწიფო იმიჯს დააზიანებს.
“შენობა, რომელიც მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის და დახარჯა 26 მილიონი, თუ ის გამოიყენებდა ამას საკუთრი რეზიდენციისთვის, იქნებოდა მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის. თუმცა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრეზიდენტმა და მთავრობა რაიმე მკვეთრ მოძრობა ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ასევე, შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ვერ გავყიდით, პრაქტიკულად შეუძლებელია სხვანაირად განიკარგოს ეს შენობა, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.