ერაყში რიგირ აფეთქებების შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა  ოცდაათს მიაღწია, ხოლო ათობით ადამიანი დაიჭრა.

პირველი აფეთქება ქალაქ ბაკუბაში სასურსათო ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა თევზის ბაზარზე, რომელიც ბაღდადის გარეუბანში  მდებარეობს.

მოგვიანებით, რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქალაქ მოსულის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ჯერ-ჯერობით პასუხისმგებლობა აფეთქებებზე არც ერთ ისლამურ დაჯგუფებას თავის თავზე არ აუღია.

11.06.13

აჩიკო კერესელიძე

Please follow and like us: