დაუდგენელამ პირებმა ლონდონის ისლამურ სკოლაში ხანძარი გააჩაღეს მაშინ, როდესა იქ 128 ბავშვი და სკოლის პერსონალი იმყოფებოდა. ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით ბრიტანული ტელეარხი Sky News ავრცელებს.

სკოლა-პანსიონატი „დარულ ულუმი” ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში ჩიზლჰერსტში მდებარეობს. ინციდენტის შედეგად ორი ბავშვი დაზიანდა. ისინი კვამლისგან მოიწამლნენ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

„ხანძარი ლონდონის სახანძრო სამსახურის მოსვლის შემდეგ მალევე განეიტრალდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაყწებულია. პირველადი დათვალიერებისას ხანძრის ბუნებრივად გაჩენის კვალი აღმოჩენილი არ არის და ეს გარემოება ამყარებს ეჭვს, რომ ინციდენტი განზრახ იყო პროვოცირებული ბოროტი განზრახვის მქონე პირების მიერ”, – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სკოლა-პანსიონატზე თავდასხმა ხორციელდება.

11.06.13

Please follow and like us: