საქართველო ეთნიკური, კულტურული და რეილიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანი ქვეყანაა. აქ საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და თანაარსებობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები.

Georgia fiz. geo

საქართველოში უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო მასზე და დაიცვა იგი“ – წერდა ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. თუ ისტორიულ წარსულს თვალს გადავავლებთ, მსგავს შეფასებებს ბევრს შევხვდებით, მაგრამ რამდენადაა დაცული ყველა რელიგიური მიმდინარეობის უფლებები, დღეს, ჩვენს ქვეყანაში და როგორია რელიგიური ტოლერანიზმის ხარისხი ქართული საზოგადოებაში ცალკე მსჯელობის საგანია. ამჯერად, თბილისი თაიმსი გთავაზობთ საქარველოში გავრცელებული რელიგიური მიმდიბარეობების მოკლე მიმოხილვას.

იმისთვის, რომ ზუსტად დაგვედგინა, როგორია ტერიტორიული ერთეულების მიხედვით პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხა კონფესიების წარმომადგენლებისა  ვესაუბრე საქართველოს სტატისტკის ეროვნული სამსახურის, მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროს პაატა შავიშვილს:

11270121_809662592464133_1674739918_n

„მოგეხსენებათ, რომ 2002 წლის საყოველთაო აღწერით პირველად დადგინდა, საქართველოს მოსახლეობის აღმსარებლობითი სტრუატურა, სადაც მხოლოდ ძირითადი რელიგიების  წარმომადგენლების პროცენტული მაჩვენებელი იქნა დათვლილი. უფრო ფართო სპექტრზე არ იყო გათვლილი, მაგრამ 2014 წლის საყოველთაო აღწერისას გათვალისწინებულ იქნა ყველა რელიგიური მიმდინარეობის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები, მათ შორის აღმსარებლობის შესახებ,  2016 წლის აპრილში  გამოქვეყნდება“.

2002 წლის საქართველოს საყოველთაო აღწერის შედგების მიხედვით საქართველოს რელიგიურ მრავალფეროვნებას ქმნიან შემდეგი ძირითადი რელიგიური ჯგუფები:

v  მართლმადიდებელი – 3 666 233 (83,9%),

v  მუსლიმი – 433 784 (9,9%),

v  სომხური სამოციქულო ეკლესის წევრი – 171 139 (3,9%),

v  კათოლიკე – 34 727 (0,8%),

v  იუდეველი – 3 541 (0,1%),

v  სხვა – 33 468 (0,8%),

v  არც ერთი – 28 631 (0,6%).

1

მართმადიდებლობა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია — ერთ-ერთი უძველესია, რომელიც შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე (დაახლოებით 330-იანი წლები) მცხეთის საეპისკოპოსოს სახით. ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები საქართველოში თვით ქრისტეს მოციქულები: ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი იყვნენ. ქრიატიანული სარწმუნოების ოფივიალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.

“ქრისტიანული ღირებულებები კი ყველაზე სრულყოფილი სახით მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული, რადგან იგი სამოციქულო ეკლესიის სწავლებას ინახავს. მისი უნივერსალურობა ვლინდება იმაში, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას საუკუნეთა მანძილზე უცვალებელი მრწამსი და სწავლება აქვს, რომელიც ეფუძნება წმინდა წერილს, საღვთო გადმოცემას, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებსა და წმიდა მამათა მოძღვრებას. ეს მის საყოველთაობას და უცდომელობას განაპირობებს. მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვწამს, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად, ხოლო მსგავსებას უნდა მივაღწიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულით, სასოებით, კეთილზნეობით… და მოვიპოვოთ მარადიული ნეტარი ცხოვრება“- სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მცხეთა-თბილისს მიტროპოლიტი ილია II.

ბიბლიის მიხედვით ყოველივეს საწყისი არის ღმერთი. ღმერთი სამი პირისგან შედგება (მამა, ძე და სული წმინდა) და ამავე დროს ერთი არსებაა. მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდი ძირითადი საიდუმლო სრულდება: ნათლისღება, მირონცხება,ზიარება ანუ ევქარისტია, აღსარება, ქორწინება, ზეთის კურთხევა, მღვდლობა.

მართლმადიდებლური მოძღვრებით ეკლესიის თავია ქრისტე. ღვთისმსახურება ქმედებაში წარმოგვიდგენს ქრისტეს გზას შობიდან აღდგომამდე და მის მოძღვრებას. „ღმერთი სიყვარულია, ქრისტე მაგალითია სიყვარულისა, სული წმიდა – ძალი სიყვარულისა, ეკლესია – საგანძური და მფარველი მისი, ქრისტიანობა – სიყვარულის რელიგიაა, ქრისტიანი კი – ნიმუში სიყვარულისა“- ილია II.

კათოლიკური ეკლესია – კათოლიკე ეკლესია ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესიაა მსოფლიოში, მათი რაოდენობა 1 მილიარდ 200 მილიონ ადამიანს უახლოვდება. სიტყვა „კათოლიკე“ ბერძნულიდან ნიშნავს „ყოვლის მომცველს“, “საყოველთაოს“. კათოლიკეებს სწამთ, რომ ეკლესია დაარსებულია იესო ქრისტეს მიერ და თავად მეთაურობს მათ, პაპს კი -ქრისტეს ამქვეყნიურ ნაცვლად მიიჩნევენ. კათოლიკური მოძღვრების მიხედვით, სულიწმინდის გამომავლობა ხდება არა მარტო მამა ღმერთისაგან, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია, არამედ ძე ღმერთისაგანაც.

კათოლიციზმი, მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გარდა აღიარებს შუალედურ რგოლს — განსაწმენდელს (სალხინებელს). კათოლიკური მოძღვრებით, წმინდა წერილის კანონიკურ ტექსტს წარმოადგენს და ორიგინალს უტოლდება ბიბლიის ლათინური თარგმანი — „ვულგატა“.

სწამთ წმინდა სამება, წმინდა წერილისა  და წმინდა გადმოცემის.ისინი ძველ საეკლესიო წიგნებში გადმოცემულ საღვთისმეტყველო მოძღვრებას ანუ დოგმატიკას  ახალ ფორმულებს ანუ დოგმატებს უმატებენ.

ისტორიულ წყაროთა თანახმად, ქართველების სარწმუნოებრივი კავშირი რომთან ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებისთანავე მყარდება.

საქართველოში დღეს 50 000-მდე კათოლიკე ცხოვრობს. ტიპიკონის მიხედვით ისინი სამ ნაწილად განიყოფიან: 1. ლათინური ტიპიკონისანნი, 2. სომხური ტიპიკონისანნი და 3. სირიულ-ქალდეური ტიპიკონისანნი. პირველი და მესამე წესის კათოლიკები კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის ეპისკოპალურ დაქვემდებარებაში იმყოფებიან. მათი ეპისკოპოსი დღეს არის ჟუზეპე პაზოტო (რეზიდენცია თბილისში, მიძინების ტაძარში). მეორე წესის კათოლიკები კი სომეხთა ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედიან. საქართველოს კათოლიკეთა უმეტესობა ლათინურ წესს მისდევს.

სომხური სამოციქულო ეკლესია – იგი იწოდება სამოციქულოდ, ვინაიდან სომხური ტრადიციის თანახმად, სომხეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები იყვნენ იუდა და ბართლომე მოციქულები. მიეკუთნება არაქალკედონური აღმოსავლური ეკლესიების ჯგუფს. ეკლესია დაარსდა გრიგოლ განმანათლების მოღვაწეობის შედეგად. დაარსების თარიღად მიჩნეულია 301 წ. დოგმატურად ეფუძნება პირველი სამი მსოფლიო საეკლესიო კრების- ნიკეის (325წ.), კონსტანტინოპოლის (381წ.), ეფესოს (431წ.) გადაწყვეტილებებს და იზიარებს კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიას.

რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ მას ეწოდა სომხურგრიგორიანული“ (გრიგოლ განმანათლებლის ღვაწლის გამო).

გრიგოლ განმანათლებლის წერილებშია განსაზღვრული თუ როგორ ხედავს სომხური ეკლესია ქრისტეს ბუნებას. ეპარქია ხელმძღვანელობს ბიბლიით, სომხური ეკლესიის წესებით და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის განკარგულებებით. სწამთ ქრისტეში შეერთებულია ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური, მაგრამ ისინი არ არის შერეული!

სომხური ეკლესიის უმთავრესი ლიტურგიკული წიგნებია:ჭაშოცი (ლექციონარი), პატარაგატეტრი (კონდაკი), ჟამაგირქი (ჟამნი), მაშტოცი (კურთხევანი).

სომხური ეკლესიის საიდუმლოებებია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, ქორწინება, სინანული, მღვდლობა, ზეთის კურთხევა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია საქართველოში, როგორც ცალკე საეკლესიო ერთეული, მოქმედებდა V საუკუნიდან. სოხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარია მისი უწმიდესობა გარეგინ II.

იუდაიზმი – ყველაზე უძველესი რელიგიაა რელიგიათა შორის.  მისი ჩამოყალიბების ისტორია განუყრელადაა დაკავშირებული ებრაელი ხალხის ისტორიასთან. იუდაიზმი წარმოიშვა ძვ.წ. I  ათასწლეულში პალესტინაში და უმთავრესად ებრაელთა შორის გავრცელდა. იუდაიზმის საფუძვლების შესახებ მოცემულია ბიბლიის პირველი ნაწილში, ძველი აღთქმაში, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: 1.თორა ან რჯული, რომელიც მოსეს ხუთ წიგნს მოიცავს; 2.წინასწარმეტყველებანი და 3.წერილები.

იუდაიზმის მრწამსია: არსებობს სამყაროს შემქმნელი ღმერთი, რომელიც ერთია, უსხეულო, უხილავი, მარადიული; ყველა ადამიანის ლოცვა უშუალოდ მისკენაა მიმართული. არსებობს უკანასკნელი სამსჯავრო; მოვა მესია და მკვდრები აღდგებიან.

იუდაიზმი არ ცნობს ტაძრებსარ გააჩნია სასულიერო იერარქიამორწმუნეთა გაერთიანებებს სინაგოგა ეწოდებამოძღვარს –  რაბინიიგი ასრულებს რიტუალებს და სასულიერო განათლების პროცესს წარმართავს. საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი – ავიმელეხ როზენბლატი.

იუდეველთა ღვთისმსახურების ბირთვს დილის,  შუადღისა და საღამოს ლოცვები შეადგენს.  შაბათი –  სრული დასვენების დღე.

 ქართველ და ებრაელ ერს ერთმანეთთან 26 საუკუნოვანი მჭიდრო კულტურული ურთიერთობა აკავშირებს. 

საქართველოში ებრაელები პირველად ძვ.წ. ა. VI საუკუნეში, ნაბუქოდონოსორის

მიერ იერუსალიმის დალაშქვრის შემდეგ  გამოჩნდნენ. ებრაელების შემდეგი ნაკადი

ჩამოსახლდა ახ.  წ.  ა. 70-იან წლებში,  როდესაც რომაელებმა იუდეველთა აჯანყება

სისხლში ჩაახშვეს.  ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სახლდებოდნენ,

ვაჭრობდნენ,  მოგზაურობდნენ და ექსპორტ-იმპორტს მისდევდნენ.

დღესდღეობით საქართველოში დაახლოვებით 3 ათასამდე ებრაელი ცხოვრობს.

სინაგოგები მოქმედებს თბილისში, გორში, ბათუმში, ონში, ახალციხესა და სურამში.

ისლამი – ისლამი ანუ მუსულმანობა სიდიდით მეორეა მსოფლიო რელიგიებს შორის.

,,ისლამი”არაბულად ნიშნავს – ,,მორჩილებას”. ჩაისახა ახ.წ. VII  საუკ.

არაბეთის ნახევარკუნძულზე.  ტრადიციის მიხედვით ისლამის ფუძემდებელი იყო

ღვთის მოციქული მუჰამედი. ყურანი ითვლება მუსულმანთათვის წმინდა წიგნად.  ის მუჰამედის ქადაგებით მისმა მოწაფეებმა ჩაიწერეს.

მუსულმანთა რელიგიურ წიგნად ითვლება აგრეთვე სუნა, რომელშიც მოთხრობილია მუჰამედის ცხოვრება და მოღვაწეობა და ხადისების  კრებული, რომელიც IX  საუკუნეში,  მუსულმან უმაღლეს სასულიერო პირთა მიერ არის შედგენილი.ისლამის თანახმად ერთადერთი ღმერთი ალაჰია,  რომელიც მართავს ბუნებას და ადამიანებს.  ისლამი დაფუძნებულია 6 ძირითად დოგმაზე: ერთი ღმერთის რწმენა; ანგელოზების რწმენა; საღვთო წერილის რწმენა; წინასწარმეტყველთა რწმენა; საყოველთაო აღთქმისა და უკანასკნელი სამსჯავროს რწმენა -მაადი; ბედისწერის რწმენა – კადარი;

     მუსულმანებისათვის სავალდებულოა 5  ძირითადი რელიგიური ვალდებულების შესრულება:

  • ისლამის რწმენის ფორმულის წარმოთქმა ,,არ არის ღმერთი ალაჰის გარდადა მუჰამედი ღმერთის წარმოგზავნილია”;
  • დღეში 5-ჯერ ლოცვის წარმოთქმა, რომლის დროსაც პირისახე მიმართული უნდა იყოს წმინდა ქ. მექისაკენ (საუდის არაბეთი);
  • ,,რამაზანის”  დაცვა –  ეს არის ერთთვიანი მარხვა,  რომლის დროსაც აკრძალულია საჭმლის მიღება და წყლის დალევა გათენებიდან დაღამებამდე.
  • აუცილებელი მოწყალების გაღება;
  • ყოველი მუსულმანი ვალდებულია სიცოცხლეში ერთხელ მაინც სალოცავად ქ.მექას ეწვიოს.

საქართველოში ისლამის გავრცელება არაბობის ხანიდან მე-7-9 სს. დაიწყო. დღეისათვის 286 მეჩეთი და სალოცავი სახლი მოქმედებს. საქართველოში მაცხოვრებელი მაჰმადიანები გამოირჩევიან მსოფლიო მაჰმადიანებისგან იმით, რომ ერთ მეჩეთში ერთად ატარებენ  მსახურებას სუნიტები და შიიტები.

საქართველოს მოსახლეობის 28 631 (0,6%) თვლის, რომ არცერთი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი არ არის. სხვა რელიგიურ  ჯგუფებს მიეკუთვნება ქვეყნის მოსახლეობის  33 468 ადამიანი(0,8%). „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ და „რელიგიები საქართველოში“ ოფიციალურ ვებგვერზე მოვიძიეთ ინფორმაცია თუ რომელი მიმდინარეობები  მოიაზრება „სხვა რელიგიურ ჯგუფებში“. ესენია:

v  იეზიდი – 30 000 (0,7%),

v  იეჰოვას მოწმე – 15 000 (0,3%),

v  ბაპტისტი – 6 000 (0,1%),

v  ორმოცდაათიანელი  – 5 000 (0,1%),

v  მალაკანი – 2 000 (0,04%),

v  დუხობორი – 1 500 (0,03%),

v  „ახალსამოციქულო ეკლესიის“ წევრი – 700 (0.01%),

v  სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი – მაქს. 300 (0,0%).

11282510_809662575797468_1833373450_o

იეზიდი – სინკრეტული მონოთეისტური რელიგიაა, ენათესავება ზოროასტრიზმს, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტებით. იეზიდიზმის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც იეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ.

იეზიდებს სულის უკვდავებისა სწამთ და მიიჩნევენ, რომ ცოდვილი სული ჯოჯოხეთში მოხვდება, ხოლო უცოდველი – სამოთხეში. გარდა ამისა, მათ მეტემფსიქოზის  სჯერათ და თვლიან, რომ სული, რომელიც სამოთხის ან ჯოჯოხეთის ღირსი არ აღმოჩნდება, ამ ქვეყანას სხვა ფორმით მოევლინება.

იეზიდიზმში არსებობს ბიბლიასა და ყურანისთვის დამახასიათებელი მოტივები წარღვნის შესახებ. სჯერათ მკვდრეთით აღდგომისა და მხსნელის მოსვლისა, რომელსაც შარფადინს უწოდებენ.

იეზიდიზმის ძირითად წყაროს ყავლები წარმოადგენს. ძირითადი მცნებებია: არა კაც კლა, არ იმრუშო, არ მოიტყუო და ა.შ.

 დღეისათვის იეზიდებს საქართველოში საკულტო ნაგებობა არ გააჩნიათ და იძულებულნი არიან, მსახურება და სხვა რელიგიური დღესასწაულები ოჯახებში აღასრულონ. 2011 წელს დაფუძნდა ეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი), რომელიც არის ერაყში არსებული უმაღლესი სასულიერო ორგანოს წარმომადგენლობა საქართველოში. ამავე წელს, საქართველოში რეგისტრაციის მიღების შემდეგ ამ სასულიერო საბჭომ რებარად ანუ წინამძღოლად აირჩია შეიხი ნადრი.

იეჰოვას მოწმეები – თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ულტრაპროტესტანტული მიმართულებაა, რომელიც არ იზიარებს ზოგადქრისტიანული მოძღვრების ძირითად პრინციპებს- ერთარსება სამების დოგმატს.

არსებობს ორი მიმართულება: რუსული და ამერიკული. მსოფლიო მასშტაბით დღეისათვის ამერიკული მიმართულებაა გავრცელებული.

ორგანიზაციას ამერიკაში თავიდან „ბიბლიის მკვლევართა საზოგადოება“ ეწოდებოდა. მის წევრებს „იეჰოვას მოწმეები“ 1931 წლიდან ჰქვიათ.

სამოღვაწეო პრაქტიკისა და ცხოვრების არსებითი ნიშნებია: საჯარო (სახალხო) ქადაგება, დღესასწაულებსა და დაბადების დღეებზე უარის თქმა, სისხლისმღვრელ ომებში მონაწილეობის მიუღებლობა და ზნეობრივი პრინციპების მიმართ ყურადღების მაქსიმალურად გამახვილება. თავიანთი სარწმუნოების, რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრების ერთადერთ ავტორიტეტად საღვთო წერილს (ბიბლიას) არ ცნობენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ქრისტე ბოძზე აცვეს და არა ჯვარზე; უარყოფენ ადამიანის უკვდავ სულს. მათთვის არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი არ არსებობენ. მათი აზრით ქრისტეს მეორე მოსვლა უკვე 1914 წ. მოხდა.

საქართველოში ამ მიმდინარეობის ისტორია მე-19 ს. მიწურულიდან იწყება. თბილისში ილინელების რუსულენოვანი თემი მოქმედებდა. ამერიკული მიმართულების ქართულენოვანი ქადაგება 1953 წ. იწყება. საქართველოში პირველი თავყრილობა 1973 წელს მოეწყო.

„იეჰოვას მოწმეების„ ცენტრად თბილისი ითვლება. მრევლი ყოველწლიურად 4%-ით იზრდება. მონათლულთა საერთო რაოდენობა, მათივე მონაცემებით, 18 ათასია, ხოლო კათაკმევლებთან და დაინტერესებულებთან ერთად – 40 ათასი. ზოგადად, იეჰოვას მოწმეთა საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში 7 მილიონია.

ბაპტისტი – წარმოიშვა როგორც პროტესტანტული მიმდინარეობა, მე-17 საუკუნის დამდეგს ინგლისსა და ჰოლანდიაში. უფრო ზუსტად-1609წ. ამსტერდამში ჯონ სმიტმა დაარსა ახალი ეკლესია და ეს წელიც ითვლება ბაპტიზმის დაბადების წლად.

სახელწოდება „ბაპტიზო“ ბერძნულიდან ნიშნავს წყლით ნათლობას, კონკრეტულად შთაფლვით ანუ ჩაყვინთვით ნათლობას.

ბაპტისტები ეთანხმებიან ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსს, აღიარებენ ყოვლადწმინდა სამებას, იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას, ქალწულისაგან შობას, სწამთ ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლი, აღდგომა, ამაღლება და მისი დიდებით მოსვლა, საწუთროს გარდასვლის შემდეგ ღვთის სამჯავრო – სასჯელი ან ჯილდო. ბაპტისტები ცნობენ ეკლესიის მადლმოსილებასა და მნიშვნელობას პიროვნების სულიერი წინსვლისა და წარმატების გზაზე. ბაპტიზმი რწმენის ერთადერთ წყაროდ იესო ქრისტეს სახარებისეულ მოძღვრებას აცხადებს. ბაპტისტები აღიარებენ „საყოველთაო მღვდლობას“ პრინციპს, უარყოფენ სასულიერო წოდებას, როგორც მორწმუნეთა და ღმერთს შორის შუამავალთ; არ აღიარებენ წმიდანებს, წმიდა საგნებს, ხატებს, ჯვრის გამოსახვას, ბერ-მონაზვნობას, საეკლესიო საიდუმლოთ და ა.შ.

საქართველოში, კერძოდ თბილისში, 1867 წ. 20 აგვისტოს დაედო სათავე ბაპტიზმს. 1990წ ბაპტისტური ეკლესია გახდა ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში ქრისტიანული ეკლესიების სამუშაო ჯგუფის შექმნისა, რომელშიც გაერთიანებულია ოთხი ეკლესია: კათოლიკე ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესია, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია და ბაპტისტური ეკლესია.

ამჟამად თბილისში მოქმედებს ორი ბაპტისტური საკრებულო-ეკლესია. საქართველოს მასშტაბით ბაპტიზმი ყველაზე კომპაქტურად ქვემო ქართლშია გავრცელებული. საქართველოს ბაპტისტებს მეთაურობს მათი ეპისკოპოსიმალხაზ სონღულაშვილი.

ორმოცდაათიანელი – ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი პროტესტანტული მიმართულებაა-თავისუფალი (არატრადიციული) ეკლესია, რომელიც ცნობილია სხვა სახელითაც: სახარებისეული რწმენის ქრისტიანები, ევანგელისტები, ევანგელისტ-ორმოცდაათიანელები.

წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. დაარსების ოფიციალურ თარიღად 1906 წლის 14 აპრილი ითვლება.

ორმოცდაათიანელთა საერთო და არსებითი ნიშნებია: წმინდა სულის ცხოველმყოფელ ძალასა და მოქმედებაზე ყურადღების გამორჩეულად გამახვილება და ქარიზმატული განწყობილება (რელიგიური ანთებულება), რასაც ხშირად თან ახლავს წინასწარმეტყველება, „ენებით ლაპარაკი“ და კურნება.

მათი ღვთისმეტყველება ბიბლიას და „წმინდა სულის გადმოღვრის“ შედეგად შეძენილ გამოცდილებას ეფუძნება. საეკლესიო პრაქტიკა ორ ძირითად სპეციფიკურ ნიშანს შეიცავს: ნათლობას და ზიარებას. ყურადღება განსაკუთრებით სულიწმინდისეულ ნათლობაზეა გამახვილებული. თვლიან, რომ წმინდა წერილის თანახმად, ყოველი მორწმუნე უნდა იღებდეს ნათლობას სულიწმინდითა და წყლით, რადგან სულიწმიდით ნათლობას მოჰყვება სულით აღვსების განცდა (იოანე 7:3738. საქ. 4:8). ორმოცდაათიანელებს აქვთ, აგრეთვე, ქრისტეს ათასწლოვანი სამეფოს დამყარების მოლოდინი და ამ რწმენას ისინი ასევე საღვთო წერილზე აფუძნებენ, რომლის თანახმად, ათასწლოვანი მეფობა ხსნას მოუტანს ხალხებს, დედამიწა დატკბება სიმშვიდით და აივსება უფლის დიდებით (გამოცხ. 20:16; მიქ. 4:3; ზაქ. 14:9).

ეს მიმდინარეობა საქართველოში  XX საუკუნის 20-იანი წლებიდან გვხვდება. საქართველოში სხვადასხვა ტრადიციისა და სტილის ორმოცდაათიანელთა ეკლესიები არსებობს. მათგან სამი ძირითადი ჯგუფი გამოიყოფა: 1. ტრადიციული ქართულენოვანი, 2. ტრადიციული რუსულენოვანი და 3. ქარიზმატები (როგორც ქართულენოვანი, ისე სხვაენოვანი).

 საქართველოში (აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) ორმოცდაათიანელთა ეკლესიების საერთო რიცხვი 120-ს აღემატება. მორწმუნეთა რაოდენობა 10 000-ს აღწევს. მათგან აქტიური წევრია 7 000. საქართველოს სახარების რწმენის, ორმოცდაათიანული ეკლესიის ეპისკოპოსია ოლეგ ხუბაშვილი.

მალაკანი- ერთ-ერთი ქრისტიანული სექტა რუსეთში, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს ტამბოვის გუბერნიაში და შემდეგ გავრცელდა ქვეყნის სხვა რაიონებში. სექტის დამაარსებლად ითვლება სემიონ უკლეინი.

მალაკანთა სარწმუნოება დაფუძნებულია ქრისტეს სიტყვებზე: „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ამის გამო მათ უარი თქვეს მღვდლის ინსტიტუტზე, წესგანგებათა ძველ სისტემაზე, მორთულ-მოკაზმულ ტაძრებზე და ყურადღება მთლიანად ზნეობრივ მხარეზე გადაიტანეს. ისინი თვლიან, რომ ქრისტიანთა ცხოვრება უპირატესად ათ მცნებასა და ცხრა ნეტარებას უნდა ეფუძნებოდეს. მათი სულიერი ცხოვრებისა და ღვთისმსახურების ბირთვი მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიაა. ბიბლიის მათმიერი ინტერპრეტაცია, მოძღვრება და წეს-ჩვეულებები მოცემულია წიგნებში, რომლებსაც „ობრიადნიკი“ ეწოდება.

კავკასიაში მალაკნების ძალდატანებითი და მასობრივი ჩამოსახლება მოხდა 1841-50წწ. მალაკნები თბილისსა და კახეთში არიან განსახლებულნი. საქართველოში დღეისათვის 1000-მდე მალაკანი  ცხოვრობს. ამჟამად მალაკნების 3 საზოგადოება მოქმედებს: ნავთლუღის, საბურთალოსა (სადაც პრაქტიკულად აღარავინ დარჩა- გარდაიცვალნენ) და ღრმაღელის, რომლებშიც 150-მდე მორწმუნეღა დარჩა, ყველა ხანდაზმულები არიან.

დუხობორები – მიეკუთვნებიან იმ პირველ პროტესტანტებს, რომლებიც გამოვიდნენ მართმადიდებლობიდან და თავიანთი მიმდინარეობები ჩამოაყალიბეს ყოფილ რუსეთის იმპერიაში.

დუხობორების აზრით, კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარეობს ბრძოლა სულიერსა (აბელის მიმდევრები) და ხორციელს (კაენის მიმდევრები) შორის. უკანასკნელს განეკუთვნებიან ხელისუფალნი. დუხობორებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით გამსჭვალული ძმობა. ისინი არ იცავენ არავითარ წეს-ჩვეულებას, გარდა ქორწინებისა, და აქვთ სპეციალური ფსალმუნები, რომელთაც ასრულებენ საგანგებო კრებებზე. ბიბლიის ტექსტზე უარის თქმა თავიანთი კონფესიის ქვაკუთხედად აქციეს. თავიანთ მოძღვრება მე-20ს. დასაწყისში ჩაიწერეს და ცხოვრების წიგნიუწოდეს.

რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დუხობორები 1841 წელს ამიერკავკასიაში, ახალქალაქის მაზრაში, გადაასახლა.   საქართველოში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა შექმნეს კომუნები (უტოპიური სოციალიზმის საწყისებზე), მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მევახშეობას. აქ ისინი ცალკე ეთნოგრაფიულ ერთეულად ჩამოყალიბდნენ განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ყოფით. თანდათანობით კლასობრივი დიფერენციაციის გაღრმავებას სექტის დაშლა და XIX საუკუნის დასასრულს მისი ერთი ნაწილის (მეტწილად ღარიბთა) ემიგრაცია მოჰყვა.

XXI საუკუნის პირველ წლებში საქართველოში 1500 დუხობორი ცხოვრობდა. მათი რიცხვი დღეს (2008 წ.) 500 არ აღემატება. მათგან 50 დმანისში ცხოვრობს.

„ახალსამოციქულო ეკლესიის“ წევრი – კათოლიკური და ანგლიკანური წარმოშობის ეპისკოპალური ეკლესიაა,ატარებს როგორც პროტესტანტული, ისე ტრადიციული ეკლესიის ნიშნებს. ამ ეკლესიის დამაარსებლები იყვნენ ჰაინრიჰ გაიერი და ფრდრიჰ ვილჰელმი. წარმოიშვა ინგლისში. მათ დაახლოებით 11 მლნ. მიმდევარი ჰყავთ.

ახალსამოციქულო ეკლესია აღიარებს სამ საეკლესიო საიდუმლოს: ნათლისღებას, ზიარებასა და ბეჭედდასმას. ნათლობა წყალში შთაფლვით ან წყლის სხურებით სრულდება (ასაკს მნიშვნელობა არა აქვს). ყოველი ღვთისმსახურება ზიარებით მთავრდება. სეფისკვერი, რომელსაც ჩამოატარებენ, ღვინის სამი წვეთითაა მოზელილი (სეფისკვერის ცხობას დიდი რიტუალურსპირიტუალური დატვირთვა აქვს). ზიარებაში ბავშვებიც მონაწილეობენ. დანარჩენი პროტესტანტებისაგან განსხვავებით, ახალმოციქულები მიცვალებულებისთვისაც ლოცულობენ, მათი „სულის მოსახსენიებელი მსახურება“ წელიწადში სამჯერ ეწყობა. აღსარება საჯაროა და მორწმუნე მას ლიტურგიის დროს წარმოთქვამს.

1993წ. გერმანიაში საქართველის მისია შეიქმნა. მისიონერები ბერნდ კლიპარტის მეთაურობით თბილისში 1994წ. ჩამოვიდნენ და ქადაგების შემდეგ ეკლესია ჩამოაყალიბეს. 2002წ. 7 აპრილს ავლაბარში (თბილისში), მათ ახალი ეკლესია აკურთხეს. ამჟამად თბილისში 2 ეკლესია არსებობს. ეკლესიები აქვთ ბათუმში, ქუთაისში, ახმეტაში. შედარებით დიდია ქორეღთის ეკლესია(ახმეტა). ახალმოციქული ეკლესია საქართველოში 700-დე წევრს აერთიანებს. გამოსცემენ ჟურნალს „ჩვენი ოჯახი“.

 ეს სქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული რელიგიური მიმდინარეობების არასრული სიაა, მაგრამ ვიმედოვნებთ 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებით საზოგადოებისთვის ცხადი გახდება საქართველოს აღმსარებლობითი სტრუქტურის რეალური სურათი. 

მასალა მოამზადა

სოფო ნინიკაშვილმა

გაზიარება