ლიტვაში, კაუნასის საოლქო სასამართლო განიხილავს ყალბი საბუთების დამზადების საქმეს, რომელშიც ბრალი ედებათ იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟს დეგი დუდაევს და კიდევ სამ პირს.
გარდა ამისა, დუდაევს წაყენებული აქვს ბრალი ნარკოტიკების შენახვისთვისაც. თავად დუდაევი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ საფრთხის ქვეშ მცხოვრებ კავკასიელებს ეხმარებოდა.
„მე არაფერი ცუდი არ ჩამიდენია, რადგან ხალხი, რომელთაც შეექმნათ საფრთხე და რომელთათვისაც კავკასიაში ცხოვრება საშიში გახდა, გადაწყვიტეს ევროპაში გადასახლებულიყვნენ“, – განაცხადა სასამართლოზე დუდაევმა. ბრალდებულმა აქვე აღნიშნა, რომ აღმოჩენილი ყალბი საბუთები ორი ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, რომელთაც იგი იცნობდა.
სასამართლო მოსმენებზე შესვენება გამოცხადდა. მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, გახდა ის, რომ საბრალდებო აქტის რუსული თარგმანი დეგი დუდაევს არ მიუღია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროცესი განახლდება მხოლოდ მაშინ, რაც ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება ზედმიწევნით გაეცნოს საბრალდებო აქტს.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 22 ივლისს გაიმართება.
11.06.13