წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ხელბარგში დღეს ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოუჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სგპ ,,წითელ ხიდზე” აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით აზერბაიჯანის მოქალაქე ჯ. მ. შემოვიდა.
საბაჟოს თანამშრომლებმა, ეჭვის საფუძველზე, დეტალურად დაათვალიერეს აღნიშნული პიროვნება და მისი კუთვნილი ხელბარგი. დათვალიერების შედეგად ხელბარგში აღმოაჩნდა ფსიქოტროპული საშუალება Rivotril (clonazepam) 2 მგ, 64 აბი.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.
11.06.13