ჩეხეთის მინისტრმა პეოტრ ნეჩასმა განაცხადა განქორწინების შესახებ,  მისივე განცხადებით უკვე შეიტანეს საბუთები სასამართლოში.

,,ჩვენ ვცდილობთ ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეთ ერთმანეთის და შვილებისადმი პატივისცემის გათვალისწინებით’’- განუცხადა ნეჩასმა ,,Reuters-ს’’.

პრემიერის ქორწინება რადკო ნეჩესთან გრძელდებოდა 25 წელი. მათ ჰყავთ ოთხი შვილი.

როგორც ცნობილია, გაშორების შემდეგ ბავშვები დარჩებიან დედასთან.

პრემიერის განზრახვის შესახებ დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, იანვარში მან განაცხადა, რომ აღარ ცხოვრობს მეუღლესთან. ჩეხეთის საზოგადოება არ არის გაკვირვებული მაღალი რანგის პირების განქორწინებით.

2010 წელს მეუღლეს დაშორდა მირეკ ტოპოლანეკი- ნეჩასის წინამორბედი პრემიერის თანამდებობაზე.

12.06.13

მარინა ფიდუაშვილი

Please follow and like us: