პრობლემები ბანკთან, ვადაგადაცილებული კრედიტები, სასამართოლო პროცესები, უძრავი ქონების ჩამორთმევა… ბევრჯერ მოგვისმენია ალბათ მსგავსი ისტორიები. როგოც წესი ამ დროს ბანკები შეუბრალებლები არიან და მხოლოდ დადგენილ ჩარჩოებში მოქმედებენ.
შეიძლება ითქვამს, რომ ბანკები შეუზღუდავი უფლებებით ცდილობენ მოსახლეობას თავს მოახვიონ მაცდური შემოთავაზებები, თავისი უარყოფითი შედეგების ახსნის გარეშე.
არსებოს კიდევ ერთი პრობლემა – თავდებობა. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე და ინფორმირებულობაა საჭირო, რადგან ერთ დღესაც შეიძლება გავიღვიძოთ და წარსულში გაკეთებული სიკეთე ძალიან დიდი პრობლემად დაგვიბრუნდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ როდესაც მეგობარს ან ნათესავს თავდებად ვუდგებით ბანკიდან სესხის გამოტანის დროს. ვის მივმართოთ პრობლემის გადასაჭრელად და როგორ ავარიდოთ თავი ე.წ. „შავ სიას“.
„შავი სია“ ეს არის სააქციო საზოგადოება „კრედიტ ინფო საქართველო“, რომელთანაც დადებულია მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ ეროვნული ბანკი, სააქციო საზოგადოება „კრედიტ ინფო საქართველო“, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები და კომერციულო ბანკები. მემორანდუმის თანახმად თითოელი მონაწილე ვალდებულია მომხმარებლების ისტორია გადაუგზავნოს შესანახად ორგანიზაციას გარკვეული ვადით.
როგორც ცხოვრებაში, ისე სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ და საუბრონე ზემოთ აღნიშნულ პრობლემებზე.
გიორგი:
„ვარ თავმდები პირი პრობლემურ სესხზე. ჩემს გარდა არიან კიდევ ორი პირი, მაგრამ ხელფასი მხოლოდ მე მერიცხება ბარათზე. დანარჩენ ორს ამჟამად არ აქვს არანაირი შემოსავალი. ერთი თვის ხელფასის 50% (პროცენტი) უკვე ჩამომაჭრა სააღსრულებლომ. ვცდილობ გარკვევას შესაძლებელია თუ არა მხოლოდ სესხის 1/3 გადავიხადო, თუმცა გამოსავალი ჯერ ვერ ვნახე.“
ბექა:
„პიროვნებას, რომელსაც კრდეიტის თავმდებში ვუდგავარ პატიმრობაში იმყოფება. ბანკი ყოველთვიურად ხელფასიდან მაკლებს შემოსავლის გარკვეულ ნაწილს. სესხი, რომელიც ოთხ წლიანია, თავისი პროცენტებით გახდა ჩემი დასაფარი. ბანკში არ მეუბნებიან ამომწურავ პასუხს მაქვს თუ არა უფლება წინსწრებად დავფარო კრედიტი პროცენტის გარეშე ანუ მარტო ძირი“.
ზემო აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენს კითხვებს ადვოკატი ქეთი ხვედელიანი პასუხობს.
არსებობს თუ არა კანონი, რომელიც საბანკო სესხის დროს იცავს თავდებში მდგომ პირს?
– საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის მიხედვით: თუ ძირითადმა მევალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.
რაც შეეხება კრედიტორს, მისი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ შეგატყობინოთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა ცვლილების შეუტყობინებლობა ზიანს.
როგორ უნდა მოიქცეს თავდებში მდგომი, იმ შემთხვევაში, თუ სესხის გადამხდელი პირი თავს არიდებს ნაკისრ ვალდებულებას?
– თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან თუ დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი მოვალის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ:
ა. ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა;
ბ. თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო;
გ. კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ანუ მევალე ახლა უკვე თავდების წინაშე იქნება ვალდებული დაფაროს ვალი.
რამდენად ხშირად მოუმართავთ ადამიანებს თქვენთვის მსგავსი პრობლემით?
თავდებობა დღესდღეობით, საკმაოდ, აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებაში. შესაბამისად მომართვის რიცხვიც საკმაოდ დიდია. ბანკები ხშირად მიმართავენ უზრუნველყოფის ღონისძიების აღნიშნულ ინსტიტუტს, თავის დაზღვევის მიზნით.
რას ურჩევთ საზოგადოებას ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა გარემოებიბი უნდა გაითვალისწინონ?
თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხშირად მოქალაქეებს არ აქვთ გააზრებული აღნიშნული ხელშეკრულების არსი და ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს იმ შმთხვევაში, თუ ძირითადი მოვალე ვერ/არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა, მართებული იქნება, თუ თითოეული მოქალაქე ყურადღებით გაეცნობა თავდებობის ხელშეკრულებას და შემდეგ გადაწყვეტს აღნიშნული ვალდებულების აღებას.
„თბილისი თაიმსი“ ასევე ესაუბრა „კრდეიტ ინფოს“, სადაც განაცხადეს რომ ე.წ. „შავი სიები“ ცალკე არ არსებობს. არის ერთიანი საკრედიტო ისტორია, როგორც ნეგატიური ჩანაწერები ასევე დადებითი. სადაც თითოულ მოქალაქეს აქვს თავისი საბანკო ისტორია, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.
მასალა მოამზადა
ნათია ლალიაშვილმა