11 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ  საბოლოოდ დაამტკიცა კანონი „მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“, ამიერიდან 1 წლით პატიმრობა ემუქრებათ იმ პირებს, რომლებიც თავიანთი უმსგავსო ქმედებებით შეურაცხყოფენ მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს.

ხოლო თუ ეს პირები ანტირელიგიურ საზიზღრობებს გამართავენ ეკლესიებთან, მეჩეთებთან ან სინაგოგებთან, მათთვის სასჯელის ვადა 3 წლამდე გაიზრდება.

 

აღნიშნული კანონი რუსეთის  სახელმწიფო სათათბიროში განსახლიველად 2012 წლის სექტემბერში შეიტანეს, როდესაც განაჩენი გამოუტანეს სამ შეპყრობილ დედაკაცს  პანკჯგუფ  „პუსი რაითიდან“.

მათ მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში მოაწყვეს (ლიბერალების მტკიცებით)  ე.წ. პანკ ლოცვა, სინამდვილეში კი –  კუდიანთა ორგია. ასევე შავ დღედ იქცა რუსი სოდიმისტებისათვის – ლგბტ აქტივისტებისა და მათი დასავლელი დამფინანსებლებისათვის 2013 წლის 11 ივნისი.

ამ დღეს სახელმწიფო სათათბირო კანონით აიკრძალა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდა და კანონის დარღვევისთვის დიდი ფულადი ჯარიმა დაწესდა.

11 ივნისს სახელმწიფო სათათბირო შენობასთან ლგბტ-ს აქტივისტებს ფიზიკურად  გაუსწორდნენ, რომლებიც გამომწვევად, აგრესიულად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას მათთვის ძალზე არასასურველი კანონის მიღების გამო.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მომაკვდინებელ ცოდვებს კატეგორიულად უთხრა „არა!“ , რითაც მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები დაიცვა და ამ ქმედებით ზოგიერთ „დემოკრატიის შუქურას“  მისცა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ქვეყანა.  წერს  გაზეთ“ საქართველო და მსოფლიო“-ს  ჟურნალისტი.

12.06.13

Please follow and like us: