თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად გადაადგილდება.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, მობილიზებულია სპეც-ტექნიკის ტექნიკის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის მზად არიან.
სამუშაოებში ჩართულია საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა. თავდაცვის სამინისტრო გვიანი ღამიდან აქტიიურად მონაწილეობს სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის სამუშაოებში. საგანგებო ვითარების გამო სამინისტროს დანაყოფები გვიან ღამიდან მობილიზებულნი არიან.
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტიქიით შექმნილ ვითარებას ავსტრიიდან გამოეხმაურა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობის ერთი ნაწილი ზოოპარკის გაწმენდით სამუშაოებში იღებს მონაწილეობას.