2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, გასულ შაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფილტვებში ინფექციის რეციდივი დაუდგინდა.

პრეზიდენტმა, პარლამენტში შეხვედრისას, განაცხადა, რომ მოხარულია მანდელას ჯანმრთელობის გაუმჯობესებით. მანდელას მდგომარეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ მძიმე იყო.

“მოხარული ვარ, მადიბა (მანდელას, ერთ ერთი სახელი), დღეიდან დადებითად რეაგირებს მკურნალობას,: – განაცხადა ზუმამ.

ყოფილი პრეზიდენტი წელს უკვე მესამედ არის საავადმყოფოში გადაყვანილი.

ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ის ქვეყნის სათავეში 1994 წლის მაისიდან 1999 წლის ივნისამდე იყო.

ახალგაზრდობაში, ის აქტიურად იბრძოდა აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც 27 წელი ციხეში იჯდა. 1993 წელს მანდელა ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს.

13.06.13

Please follow and like us: