დედაქალის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ზოოპარკის 3 დაკარგული თანამშრომლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მისი თქმით, ადგილზე დამატებითი სპეცტექნიკა არის მობილიზებული.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს, სამწუხაროა ის, რაც მოხდა. მერია ორ ჯგუფად მუშაობს, ეს არის ინფრასტრუქტურის დათვლა და დაზარალებული ოჯახების ზარალის აღწერა. ამ დროის ინფორმაციით დაღუპულია 7 ადამიანი. ეს ხდება 3 მონაკვეთზე: ვაკე-საბურთალოს, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და წყნეთის ზედა მხარეს. ამ დროისთვის ტარდება გაწმენდითი სამუშაოები. ქალაქს ძალიან დიდი ზიანი მიადგა. რაც შეეხება ზოოპარკის დაკარგულ 3 თანამშრომელს, როგორც ვიცი, მათი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე დამატებითი სპეცტექნიკა გავუშვით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.