ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 15 ივნისს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თბილისში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
როგორც “თბილისი თაიმსს” პრემიერის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერთად დაესწრება.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პანაშვიდს 12:00 საათზე გადაიხდის.