15 ივნისის 12:00 საათის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებს სტიქიის შედეგად 40-მდე დაშავებულმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის კლინიკებში რჩება 9 პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ერთ-ერთ დაშავებულს, რომლსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ტრამვული დაზიანებები, გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.