15 ივნისს,  დღის 12 საათზე საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში გლოვის ზარები დაირეკა… თბილსში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ხოლო შემდეგ სამშვიდობო პარაკლისი  მართმადიდებლურმა სამყარომ  ერთდროულად აღავლინა.

11349981_816559481774444_243754639_n

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მსახურება  სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხადა და სტიქიური უბედურების შედეგებს ქადაგებით გამოეხმაურა. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს გაიზიარონ ეს მწუხარება,“– ბრძანა პატრიაქმა

უწმინდესმა  ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მიერ გამოჩენილ სოლიდარობაზე. “მე მინდა ასევე დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენმა ახალგაზრდობამ გამოიჩინა რაღაც საოცარი თავდადება და მთელი  ახალგაზრდობა გამოვიდა დასახმარებლად”, – აღნიშნა კათოლიკოს პატრიარქმა.

უწმინდესისი ლოცვა-კურთხევით სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაიუწევს. ეკლესიის დახმარება, სავარაუდოდ, სულიერების ფარგლებში იქნება. „მისმა უწმინდესობამ მცხეთა-თბილისის სამღვდელობას, ტაძრის წინამძღვრებს და მოძღვრებს მოგვცა დავალება და ლოცვა-კურთხევა, რომ მერიის დახმარებით, ამას მერიის სამსახურები შეგვატყობინებენ, დაზარალებულ თითო ოჯახს თითო ეკლესია მეურვეობას გაუწევს. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში ეკლესია დაეხმარება ასეთ შეჭირვებულ ოჯახებს და მათ უყურადღებოდ არ დავტოვებთ”, – აღნიშნა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

11354860_816559328441126_884681341_n

“მწუხარება იმედია სიხარულით შეიცვლება და ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ჩვენი ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი არ განმეორდეს.“- განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ რომ, 13 ივნისს, ღამით, თბილისში, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა, რომლმაც მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, ვაკე-საბურთალოს გზა და ვერეს ხეობაში არსებული საცხოვრებელი სახლები სრულად დაფარა. დაიტბორა თბილისის ზოოპარკი, მისი მიმდებარე ტერიტორია. რასაც მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპნენ ადამიანები, არიან დაკაგულებიც. ზოოპარკიდან მტაცებელი ცხოველები ქალაქში გაიქცნენ. მათი ნაწილი დააბრუნეს, ნაწილი მოკლეს, ხოლო ზოგიერთის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

აღნიშნულ მოვლენებს კათალიკოს-პატრიარქი,  14 ივნის სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა. ,,როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყებს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები,,- ბრძანა პატრიარქმა

საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქი სტიქიის ადგილისაკენ გაემართა,  სადაც გარდაცვლილთა სულებისათვის პარაკლისი აღავლინა.

 მასალა მოამზადა

სიფო ნინიკაშვილმა

Please follow and like us: