თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯელ ტაილ ერდოგანი გეგმავს “უსაფრთხოების ზომების” მიღებას, იმ შემთხვევაში თუ მომიტინგეები გეზის პარკიდან არ დაიშლებიან.
ამის შესახებ განაცხადა, თურქულმა მსახიობმა და საზოგადო მოღვაწემ ხულია ავშარმა, რომელსაც მინისტრთან შეხვედრა ჰქონდა.
შეხვედრა ჩატარდა იმის შემდეგ, რაც წინა ოთხშაბათს ერდოგანმა სიტუაცია მასწავლებლებთან, კულტურის წარმომადგენლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან განიხილა.
განცხადებებმა, მომიტინგეები კიდევ უფრო გააღიზიანა.ერდოგანს დღეს ავშარაც შეხვდა, რის შემდეგადაც გააკეთა განცხადება : ” არანაირი ზეწოლა და მუქარა ჩემს მიმართ არ განხორციელებულა. ეს საერთოდ მიუღებელია. მე არ ვარ პიროვნება, რომელსაც მუქარების ეშინია.”.
გეზის პარკზე თავდასხმის ფაქტზე, ავშარმა აღნიშნა “ყველა ის ადამიანი ვინც ახლა პარკში იმყოფება, უნდა დატოვონ ეს ადგილი”.
” პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ხელისუფლება ძალას გამოიყენებს”, – დაამატა ავშარმა.
“პრემიერს მიაჩნია, რომ ყველა მზარე არის მართალი, მაგრამ ზოგიერთი რამ მისთისაც გაუგებარია. ამასთან ერთად, ორივე მხარეს გაურკვეველი პოზიციები გააჩნია”, – განაცხადა მსახიობმა.
14.06.13
ბელა არუთინოვი