„შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“-ვკითხულობთ ლოცვაში, რომელის წარმოთქმაც, მორწმუნეს ეკლესიაში შესვლისას მართებს. სამწუხაროდ, დღეს მრევლს და უბრალოდ, ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თავს მართმადიდებელ ქრისტიანად თვლის ავიწყდება, ან არ იცის ამ სიტყვების არსი. ჩვენი გულგრილი დამოკიდებულებით სარწმუნოებრივი საკითხებისადმი, ხშირად ვაბრკოლებთ, არასწორ მაგალითს ვაძლევთ ერთმანეთს, რაც გამოიხატება წირვა-ლოცვაზე უწესო ქცევით, ტაძარში არასათანადო ჩაცმულობით შესვლაში და ბევრი სხვა, მინშვნელოვანი საკითხების არასწორად აღსრულებასა თუ არცოდნაში.

როგორი მდგომარეობაა, ამ მხრივ, ტაძრებში დღეს, როგორ უნდა იქცეოდეს მრევლი წირვა-ლოცვაზე და სხვა, მნიშვნელოვან სახითხებზე “თბილისი თაიმსი” ქალაქ რუსთავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ რევაზი ტუღუშს ესაუბრა.

11418553_816491725114553_765631114_n

მამაო, თქვენი ინფორმაციით, როგორი მდგომარეობაა დღეს ტაძრებში, დადის თუ არა მრევლი წირვალოცვაზე და  როგორ იქცევიან ისინი მსახურების მიმდინარეობის დროს?

– ღვთის შეწევნით, თუკი ჩვენ დავუკვირებით და გავითვალისწინებთ, იმ წინარე ეპოქებს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ავბედითობის ჟამს განვითარდა, მრევლი მოდის ტაძარში. ნელ-ნელა ერი იღვიძებს, მაგრამ ამ გამოღვიძებასთნ ერთად ყველანი ვცდილობთ, რომ ის საკადრისი ნიშან-თვისებები შევიძინოთ, რომელიც უნდა ახასიათებდეს მრევლს, მისი სულიერებით, მისი მოწესრიგებულობით. ამის აღდგენა იოლი არ არის. გვიხდება მარავლი, ესე ვთქვათ წესების დანერგვა, რომელიც ჩვენ ცხოვრების წესად უნდა გვექცეს და რომელთა აღსრულებაც მართებს ჭეშმარიტ მართმადიდებელ ქრისტიანს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ითქვას და შესამჩნევიც არის, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჩვენი მთლიანად ერის ღვაწლითა და თავდადებით ნაყოფიერად იდგმება ეს ნაბიჯები. და ყველა, მისი შეგნების, ცნობიერების დონეზე ცდილობს მოიქცეს მართებულად. დიდება უფალს ამისათვის.

დღესდღეობით ხდება, შემთხვევითი შემოდინებებიც ტაძარში, რომელნიც მისდა უნებურად ვარდებიან  ცოდვაში, მაგრამ, როდესაც მათ მოყვასი მიუთითებს, კარგ მაგალითს მისცემს და შეგნებულად აუხსნის, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ადამიანი გონიერია და შემდომად ამისა იღვიძებს, შენდობის ითხოვს და უბრუნდება  კუთვნილ ადგილსა და გარემოს; ხდება საეკლესიო წესისა და დიციპლინის დაცვა, როგორც ჯეროვანია მისი წყობისა და მოღვაწეობისთვის.

როგორ უნდა იქცეოდეს მართმადიდებელი ქრისტიანი წირვა-ლოცვაზე, არის რაიმე განსაზღვრული წესები, რომელიც მრევლმა უნდა დაიცვას?

– უპირველეს ყოვლისა, არა აქვს მნიშვნელობა ძირძველი მრევლის წარმომადგენელია, თუ ახალმოსული ტაძარში, გათვითცნობიერებული უნდა ქონდეს წირვა-ლოცვის არსი. საერთოდ, ლოცვის არსი არის უფალთან საუბარი, უფალთან მიახლება, შენი ვედრება. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა გულისხმობს გულრწფელობას,  სიმშვიდეს და მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანმა მადლი მოიღოს, ამით განიწმინდოს, ამაღლდეს. დღეს, არ მეგულება ადამიანი, რომ მას ცხოვრების მანძილზე, რაიმე ეთიკური ნორმები არ ქონდეს შეძენილი და  ასევე, ყოველივეს მეტი მობილიზაცია უნდა გაუკეთდეს, რა თქმა უნდა კრძალვით, სამშვიდითა და მოწესრიგებულობით, რათა გადადგმული ნაბიჯი იყოს ნაყოფიერი მითვის და იმ ყოველივესათვის დამახასათებელი, რაც იგულისხმება  ლოცვასა და ღვთისადმი  ვედრებაში.

get_img

უფრო დაწვრილებით, რომ განგვიმარტოთ რამდენად დიდი ცოდვაა ტაძარში უწესო ქცევა-ლაპარაკი, მანდილოსნების შარვლით და თავსაბურავის გარეშე შემოსვლა?

– ისევ და ისევ ლოცვის არსიდან, ცნობიერი, შეგნებული მიდგომიდან გამომდინარე, ამ წესების დარღვევა, არამცთუ უნაყოფობას მოუტანს, არამედ ძალიან დიდ ცოდვაშიც ჩააგდებს ადამიანს. ამით არამარტო წარიწყმინდავს სულს, არამედ ირგვლივ მყოფ მოყვასსაც დიდად აბრკოლებს. ქრისტიანული მოძღვრებით, სახარებისეული სწავლებით ერთიც რომ დააბრკოლო და ააცდინო სწორი ცხოვრების გზას, ჭეშმარიტი ნაბიჯის გადაგმას, „უმჯობესია წისქვილი ქვა მოიბას და ზღვაში დაინთქას იგი”. ამ ყოველივეს დასაცავად და ყოველივე უკეთურების აღმოსაფხვრელად საჭიროა ყურადღება.

საეკლესიო სწავლება, ეკლესიის შინაგანაწესთან დაკავშირებით, სათავეს იღებს ბიბლიიდან. ბიბლიურ სწავლებაზე დაყრდნობით ჩვენ გვაქვს სამოძღვრო; კანონთა კრებული-სჯულის კანონის სახით, რომლის დაცვაც და განხორციელებაც, თითოეული მართმადიდებელის ვალია. სჯულის კანონში სწერია, რომ „ქალი მამაკაციის ტანისამოსში შემოსილი და მოჩვენებითად მოღვაწე შეჩვენებულად იყოს.“ წმინდა პავლე მოციქლი კი გვამცნობს, მის ეპისტოლეში, მამაკაცის და დედაკაცის ლოცვის შესახებ, რომ დედაკაცი აუცილებლად უნდა იყოს თავდაბურული, უნდა იყოს კრძალვით, ყოველგვარი ხიბლებისა და გადამეტებული მგომარეობების გარშე.   ის, რომ მანდილოსანმა ვინმე დააბრკოლოს არასათანადო შემოსვით ყოვლად  დაუშვებელია.

ბევრს წარმოუდგენია, რომ ეკლესია მოგვიწოდებს არაჰიგიენურობისკენ, რომ თავს არ მოუაროთ ან სხვადასხვა  უკიდურესობებს ახსენებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ადამიანი მოდის ტაძარში, ის ყოველგვარი აღსაძვრელი და აღძრული მგომარეობებიდან უნდა იყოს განყენებული.

ადამიანი მოწოდებული უნდა იყოს ლოცვისკენ, თავმდაბლობისკენ, უბრალოებისკენ, მორჩილებისკენ, რადგან ეს არის მისი მაცხოვნებელი, მომწესრიგებელი, გამაჯანსაღებელი, როგორც სულიერი, ისე ხორციელი თვლსაზრისით. ეკლესია სწორედ ამას გვასწავლის და აქეთკენ მოგვიწოდებს.

როგორ ჩავაბაროთ აღსარება მოძღვარს? არის შემთხვევები როდესაც მორწმუნე ლოცვის  წიგნიდან პირდაპირ გადმოიწერს აღსარებას, რას გვეტყვით ამაზე?

– წიგნში მითითებულია სამოძღვრო ნაწილი, თორე აღსარება ეს არის ინდივიდუალური მდგომარეობა, ინდივიდუალურად გადასადგმელი ნაბიჯი. ზოგადად ვიცით, რომ  „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. უცოდველი არავინ ვართ მაგრამ, ვინ როგორი მეტ-ნაკლებობით, სიმძიმითა და დამსახურებებით ვართ განყენებულნი. აღსარების სამოძღვრო ნაწილი, რომელიც ლოცვების წიგნშია მითითებული; წმინდა მამთა შეგონებები, ჩვენ გვეხმარება, რომ ამ საკითხს მივუდგეთ სიღრმისეულად, რადგან ნაყოფიერი იყოს ჩვენ მიერ გადაგმული ეს უდიდესი  ნაბიჯი. თუ  ადამიანმა ვერ გაათვითცნობიერა მის მიერ ჩადენილი ცოდვა, თუ რა დაარღვია მან, ვერ იქნება მისი სინანული ნაყოფიერი, ვერ მოიღებს მადლს. ამიტომ, მთავარი მნიშვნელეობა ენიჭება ცნობიერ მიდგომას, მითუმეტეს კი დღევანდელ ეტაპზე, როცა მართმადიდებლურ სწავლებაში, მართმადიდებლურ ყოფიერებაში არავითარი მდგომრეობა არ დარჩენილა განუმარტებელი. საჭიროა წიგნიერი, ცნობიერი მიდგომა, წაკითხვა, სწორი განმარტება და დაუღალავი ღვაწლი.

156048_753183714704361_9000750286838651212_n

მამაო, როგორ მოვემზადოთ ზიარებისთვის? რა სიხშირით უნდა ვეზიარებოდეთ და როგორ ვაზიაროთ ბავშვები?

– ზიარება ეს არსი მიახლება უფალთან, მაცხოვართან. უფალი მოგვიწოდებს რიდით, კრძალვით მივიდეთ წმინდა ბარძიმთან, რათა მიმღები ვიყოთ მადლისა და შეწყნარებულნი.  ყველა ერთია წმინდა ბარძიმის წინ, აქედან გამომდინარე ყველა ერთნაირად უნდა მოემეზადოს, თუ გვსურს განწმენდა და ამაღლება.

თვით სიხშირეს რაც შეეხება, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის წარმომადგენელს ეხება ეს, აქ საყურადღებოა  მისი შემზადების, ცნობიერების ხარისხი. წმინდა ლიტურგიკულად მიღებულია, რომ მორწმუნე ადამიანი ეზიარება ყველა დიდ დღესასწაულზე. აი, ჩვენ ვიცით წმიდა გარდამოცემით, რომ ქრისტიანები პირველ საუკუნეებში, ყოველ კვირას ეზიარებოდენენ, მაგრამ დღეს ეს წესი, რატომღაც ბევრს უნდა, რომ მხოლოდ კალკად, გარეგნულად გადმოიღოს, რაც სწორი არ არის. ვართ კი იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ ყოველ კვირას ვეზიარებოდეთ? ვფიქრობ, ეს ასე არ არის, ამიტომ საჭიროა ცნობიერი მიდგომა.

როდესაც საკითხი ეხება სნეულს, სხვა განკანონება აქვს ეკლესას. შეიძლება მოხდეს, უძლურებაში მყოფის, ზიარება სახლში, სამკურნალო დაწესებულებაში, პეიტენციალურ სისტემაში… ასევე, ისეთი გამოუალი სიტუაციის დროს, როდესაც ადამიანი აღსრულების ზღვარზეა. მათი ზიარება ხდება,  რა თქმა უნდა შენანების საფუძველზე.

ბავშვებს რაც შეეხება. ისინი უნდა ეზიარონ მის მშობელთან, ნათლიასთან ერთად. რადგან ბავშვი ვერ აცნობიერებს ზიარების არსს, ამიტომ ამ ყველაფერს ახორციელებს, როგორც მათი  ხორციელი  მშობლები, მამის და დედის სახით, ასევე ნათლია-სულიერი მშობელი. ისინი მოვალენი არიან, რომ შვილები  საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ჩამოაყალიბონ, მისცენ განათლება და დააყენონ ჭეშმარიტ ცხოვრების გზაზე.

მამაო, პეტრე-პავლობის მარხვაში ვიმყოფებით, რას ურჩევთ იმ მართმადიდებელ ქრისტიანებს , რომელთაც მარხვა ჯერ არ დაუცავს ან ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს?

– მარხვის არსიდან გამომდინარე, თითოეულ ჩვენგანს გვმართებს, რომ ამ საკითხთან ვიყოთ კრძალვით. თვით უფალმა  მოგვიწოდა და  მოგვცა ამის მაგალითი. მნიშვენელობა ენიჭება მარხვის  აღსრულების სწორ წესს. მორწმუნე ამ პერიოდში უნდა იყოს ორიენტირებული ლოცვისკენ, იფიქროს საკუთარ თავზე, წარსულზე, იმ მომავალზე, რომელიც სასუფეველთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ყოველივე განახორციელოს შეგნებულად, მოწესრიგებულად, სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარე.

ვისაც ჯერ არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი მოვუწოდებ, ნუ ჩათვლის, რომ ეს მას არ შეუძლია. დუძლეველი, წარმოუდგენელი არაფერია, გარდა იმისა, რომ მოინდომოს. მონდომება და ჩვენი პირადი გულწრფელობა არის საწყისი, რომ მომავალში უფალი შეგვეწიოს  და შეგვაძლებინოს, ამ დიდი  ღვაწლის, ჭეშმარიტად აღსრულება.

დაგვლოცეთ მამაო!

ღმერთმა დაგლოცოთ და  გაგახაროთ.

ესაუბრა

სოფო ნინიკაშვილი

Please follow and like us: