როგორც ჩანს ალუბლის, არა მარტო ნაყოფია სასარგებლო არამედ, მისი ფოთლები, ყუნწები და ქერქი, რომელიც სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე მის შხამიან კურკის გულსაც იყენებენ ხალხურ მედიცინაში.
ალუბალი, კარგად მოქმედებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ნევრასთენიის, დეპრესიისა და სხვა ნევრო-ფსიქიკურ დაავადებებზე.
ხოლო, ვისაც აწუხებს სკლეროზი დღეში 1კგ-მდე ალუბალი უნდა მიირთვას და დააყოლოს 1,5-ლ რძე.
ალუბლის ხის ქერქის ნახარში შველის რევმატიზმსა და კრუნჩხვებს, მისი ფოთოლი კი შეიცავს ნივთიერებას-კუმარინს, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას და ეწინააღმდეგება თრომბის წარმოქმნას.
ფოთლების ნახარში ასევე გამოიყენება გულის იშემიის, ინფაქტისა და ინსულტის დროს.
მისი ყუნწები კი, ძლიერი შარდმდენია. ჰიპერტონიის დროს 2ჩ/კ დაქუცმაცებულ ყუნწებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დალიეთ 1ს/კ 3-4 ჯერ დღეში.
მასალა მოამზადა
სალომე აფხაზაშვილმა