დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციტივით გამართული ცოდნისა და გაზიარების ორდღიანი სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.
სემინარი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებთან თანამშრომლობითა და პოლონეთსა და საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას შორის მიმდინარე პროექტის „პოლონეთი – გლობალური განვითარების პარტნიორი“ ფარგლებში.
სემინარის მიზანია გამოცდილების გაცვლა პოლონეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მათ შორის, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით.