2-5 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დელეგაციის შემადგენლობაში არიან კონგრესმენები, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.
დელეგაციას ხელმძღვანელობს რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტერ როსკამი. დელეგაციის შემადგენლობაში არის კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი, ასევე კონგრესმენ პრაისისა და კონგრესმენ როსკამის აპარატის წევრები ჯასტინ ვაინი და მაიკლ შაპირო.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია გამართავს შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შოროს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესში ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოსადმი.